Sunday, May 7, 2017

👌👌👌👌

ღამე.. ერთი სიტყვა და რამდენ რაღაცას იტევს..ღამემ ყველაფერი იცის...ეს ის დროა როცა ნიღაბს იხსნი და შენი ნამდვილი სახით წარსდგები👤განა რა უნდა იყოს,რას უნდა მალავდეს ერთი უბრალო ადამიანი?მაგრამ,სწორედ ამ "მაგრამ"-ით იწყება მთელი ისტორია :)) ადამიანს მთელი დღის განმავლობაში უწევს ნიღბის ტარება,განა იმიტომ რომ ეშინია ტკივილის გამომჟღავნების არაა,უბრალოდ იცის რომ რეალურად არავის აინტერესებს შენ როგორ ხარ უბრალოდ ერთობიან შენი ამბით,შენი ტკივილით..💔შენს გრძნობებზე თამაშობენ ამიტომ შეჰქმნა ადამიანმა თავდაცვის მექანიზმი დღისით ნიღაბს ატარებს თითქოს სულ სხვა ადამიანია ერთი შეხედვით მხიარული👌აი,ღამე კი თავის ნამდვილ სახეს იბრუნებს და ყველაფრის განცდა უწევს,ტკივილის,მარტოობის და ასე უსასრულოდ...რა ძნელია არაა? რეალურად აღიარო შენი თავი ისეთი როგორიც ხარ...ელოდები იმ დროს,იმ დღეს როცა შენი ნიღაბი შენი ნამდვილი სახე გახდება...ყველაფრის დაძლევაში შეიძლება ერთი უბრალო ადამიანი დაგეხმაროს,მისი უბრალო გვერდში დგომა,მისი ლაპარაკი...აი ისეთი ადამიანი ვისაც ნამდვილად აინტერესებს როგორ ხარ და ადარდებს შენი მდგომარეობა👌მთავარი ცხოვრებაში სიყვარულია,ურთიერთგაგება,პატივისცემა...ადამიანის გულს სიხარულით აღავსებს ერთი თბილი სიტყვაც..და ვინ ვარ მე რომ ეს დავკარგო? ცხოვრების ყველა დეტალს ვაქცევ ყურადღებას,ყველა მომენტს ...რადგან მძიმე პერიოდში სწორედ ეს დეტალები და მომენტები გაძლევს ძალას ცხოვრება გააგრძელო 👌👌

Saturday, May 6, 2017

ახალი ცხოვრება

ადამიანი ცხოვრების მწარე გამოცდებს ყოველ ნაბიჯზე გრძნობს ...👌გრძნობს,განიცდის,სტკივა..თუმცაღა ტკივილთან გამკლავებას ნელ-ნელა სწავლობს..ეგუება და ამ ტკივილთან ერთად ცხოვრებას ეჩვევა💔მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს  გამოჩნდება ადამიანი👨რომელიც გაგიგებს და ამ ტკივილთან ერთად ცხოვრებას კი არ გასწავლის,არამედ ტკივილს სამუდამოდ დაგავიწყებს,შენს ჩამქრალ თვალებს კვლავ გააბრწყინებს ,შენს გულს სიხარულს დაუბრუნებს და ნაწილებად დაშლილს მთლიანად გაამთელებს...და ამას ყველაფერს ის ერთი ადამიანი შეძლებს,რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ელოდი,ელოდი მოუთმენლად ელოდი მის გამოჩენას ის შეიძლება ერთი უბრალო ადამიანი იყოს სხვებისთვის შენთვის კი ის ყველაფერია მასში შენს ბედნიერებას და სიცოცხლეს ხედავ ,რომელმაც კვლავ დაგიბრუნა სიცოცხლის ხალისი 🙈💜💖💟❣

როგორია ღამეა იცით? აი,რომ უნდა წერო თან მუსიკას უსმინო და იფიქრო,უსასრულოდ იფიქრო, გადაეშვა ფიქრების ზღვაში..რეალობას მოსწყდე,ამ სამყაროდან...