Tuesday, July 18, 2017

მოგონებები

შუადღეა,მაგრამ,რატომღაც წერა მომინდა💛სოფლის სურნელი,ჩიტების ჭიკჭიკი მაიძულებს ალბათ ყველაფრის დაწერას : )) ეზოში ზიხარ,იყურები გარშემო და გახსენდება ბავშვობის წლები👧👨რომელიც ამ ეზოში გაატარე,გახსენდება ის ბედნიერი დრო,როცა არ იცოდი რა იყო ქალ-ვაჟის სიყვარული,💝არ იცოდი რა იყო ტკივილი💔,არ იცოდი რა იყო განშორება💔,არ იცოდი რა იყო სიკვდილი💔 და ერთი ნაყინითაც ბედნიერი იყავი. ..ახლა?ახლა კი ყველაფერი შეიცვალა,აღარასდროს დაბრუნდება ის დრო...წლები გავიდა,ჩვენც გავიზარდეთ და შევიცვალეთ...ეს ცვლილებები კი,არ ვიცი თითქოს გაღიზიანებს,რა უცნაურია არა?როცა ბავშვი ხარ გაზრდას ნატრობ,გაიზრდები და ბავშობას მისტირი,მაგრამ რა აზრი აქვს წარსულზე ტირილს? როცა იცი რომ წარსულში ვერ დაბრუნდები,ამიტომ ისღა დაგვრჩენია მომავლის იმედით ვიცხოვროთ..💝👌👌

Sunday, July 16, 2017

:))

ადამიანები რა უცბად იცვლებიან არაა შენს მიმართ? მეგობარი,შეყვარებული ნებისმიერი შენთვის ძვირფასი ადამიანი ადრე თუ გვიან შენს მიმართ მაინც შეიცვლება..ჯერ გაცივდება,შემდეგ,შემდეგ კი კონტაქტს შეწყვეტს ...შენ აუცილებლად შეეცდები ყველაფრის აღდგენნას,რამდენიმე წარუმატებელი ცდის შემდეგ კი მიხვდები,რომ წარსულში დარჩა ყველაფერი და წარსულს ვერ დააბრუნებ..ამ დროს კი ხვდები,რომ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია ცხოვრების გზას გაუჰყვე ნელი და ფრთხილი ნაბიჯებით...ცხოვრება გვასწავლის მარცხთან შეგუებას,იმ მარცხთან რომელიც ყველაზე მძიმეა ჩვენს ცხოვრებაში მაგრამ უბრალო ადამიანები ვართ ვერაფერს შევცვლით ამიტომ იძულებულნი ვართ ყველაფერს შევეგუოთ რისი გამოსწორებაც შეუძლებელია..))

Tuesday, July 11, 2017

სიკვდილი რა უცებ მოდის არაა? ისე რომ არც გეკითხება გინდა თუ არაა ამ ქვეყნის დატოვება და ცაში გაფრენა..საყვარელი ადამიანის სიკვდილი შენს ცხოვრებაში დიდ ტკივილს ტოვებს ისეთ რომ არასდროს გავიწყდება უბრალოდ ეჩვევი ამ ტკივილთან ერთად ცხოვრებას...რთულია იპოვო საკუთარ თავში იმდენი ძალა რომ ცხოვრება გააგრძელო...ადრე თუ გვიან ყველა მოვკვდებით,მაგრამ ადამიანს მაინც გიჭირს იმის გააზრება რომ შენი საყვარელი ადამიანი აღარაა შენთან,შენგან შორსაა..  ადამიანები იძულებულნი ვართ შევეგუოთ იმ ფაქტს რომ შეიძლება ჩვენი ახლობელი მოულოდნელად გაფრინდეს ცაში,ჩვენ კი ამ ფაქტს ვერ შევცვლით..💔💔

როგორია ღამეა იცით? აი,რომ უნდა წერო თან მუსიკას უსმინო და იფიქრო,უსასრულოდ იფიქრო, გადაეშვა ფიქრების ზღვაში..რეალობას მოსწყდე,ამ სამყაროდან...