Saturday, September 30, 2017

სიყვარულით შეპყრობილი

ადამიანის ცხოვრება სიუპრიზებით არის აღსავსე💗..როცა არ მოელოდები სწორედ მაშინ გჩუქნის სამყარო ბედნიერებას,სწორედ მაშინ გახვედრებს იმ ერთადერთ ადამიანს,რომელთანაც თავს მართლა კარგად გრძნობ და მის გვერდით საერთოდ არაფრის არ გეშინია💖მის გამო შეგიძლია საერთოდ ყველაფერი დათმო მთელი შენი ცხოვრებაც კი..ოცნებები,ფიქრები,მიზნები ეს ყველაფერი უკვე იმ ადამიანისკენ არის მიმართული უკვე აღარ არსებობს მხოლოდ შენ ან მე,არსებობს ჩვენ👫ეს ჩვენ კი იმას ნიშნავს რომ წინ მოულოდნელობით და სიყვარულით აღსავსე ცხოვრება გელით 💘ხო,აქამდე მხოლოდ მსმენია ასეთ სიყვარულზე,ფილმებში მინახავს მაგრამ საკუთარ თავზე არ გამომიცდია💘საკუთარ თავზე როცა გამოცდი აი მაშინ სულ სხვა გრძნობა ეუფლება ადამიანს..სიყვარულით აღსავსე სამღაროში ეშვება,თვალები? თვალები კი მზესავით ანათებს, ისე კაშკაშებს თითქოს შენს თვალებს ტკივილი არასდროს უგვრძნია და ასე მოციმციმე თვალებით უყურებ შენს საყვარელ ადამიანს აი,იმ ერთადერთ ადამიანს სიყვარული რომ გასწავლა და ყოველ დღე,ყოველ წუთს და წამს გაგრძნობინებს რომ მისთვის ძალიან ძვირფასი ხარ და ძალიან უყვარხარ ეს ადამიანი ყოველთვის ცდილობს და ზრუნავს თავი კარგად გაგრძნობინოს,ეს სიყვარულია💙💘💙💚💕💞

No comments:

Post a Comment

როგორია ღამეა იცით? აი,რომ უნდა წერო თან მუსიკას უსმინო და იფიქრო,უსასრულოდ იფიქრო, გადაეშვა ფიქრების ზღვაში..რეალობას მოსწყდე,ამ სამყაროდან...