Wednesday, October 17, 2018

შემოდგომა 🍁

შემოდგომა..

შემოდგომა სწორედ ის დროა,რომელიც ასე ძალიან მიყვარს💜განსაკუთრებით ის პერიოდი მიყვარს ხიდან ფოთოლი ცვენას რომ იწყებს და მწვანე ფოთლებს ნელ-ნელა სიყვითლე ეპარება და შემდეგ სიწითლეში გადადის🍁🍂მიყვარს შემოდგომის ფერები, თბილი და ნათელი ფერები🍁აი,ის პერიოდი მიყვარს ქარი ფოთლებს რომ იტაცებს🍁 ფოთლები აქეთ-იქით დაფარფატებენ არავინ იცის ქარი საით წაიყვანს 🍂❤მიყვარს შემოდგომა სწორედ იმ ნათელი და თბილი ფერების გამო,რომელიც მას ახასიათებს❤მიყვარს შემოდგომის წვიმა❤ამ დროს წვიმა ყოველთვის სხვანაირად მეჩვენება..სხვანაირად თბილი და სევდიანი თითქოს ბუნება რაღაცას განიცდის,შემოდგომის წვიმა სხვანაირად ლამაზია.. წვიმა და ფოთოლცვენა ერთმანეთს ერწყმის და ერთად რაღაც საოცრებას ქმნიან აი ისეთს სიტყვებით,რომ ვერ აღწერ❤💜მიყვარს შემოდგომა მისი იდუმალების გამო💜💜მისი სილამაზის გამო💜🍁მისი სევდიანობის გამო 🍁🍁ამ დროს თითქოს ჩემს თავს ვადარებ შემოდგომას,რაღაცნაირად სევდიანი,მაგრამ იმედით სავსე 💜🍁

No comments:

Post a Comment

როგორია ღამეა იცით? აი,რომ უნდა წერო თან მუსიკას უსმინო და იფიქრო,უსასრულოდ იფიქრო, გადაეშვა ფიქრების ზღვაში..რეალობას მოსწყდე,ამ სამყაროდან...