Friday, March 31, 2017
წვიმა
ზოგჯერ რა ძნელია ფიქრი...თუმცა ფიქრი ხომ ჩემი ერთადერთი დამამშვიდებელია იმ ყველაფრისგან რაც გარშემო ხდება...მიყვარს წვიმა,წვიმიან დღეს გარეთ თითქოს სიმშვიდე ისადგურებს,წვიმასთან ერთად ნიავი რომელიც ნაზად აფრიალებენ ფოთლებს..მიყვარს ზაფხულის წვიმა,წვიმის შემდეგ ნამის სუნი თითქოს სულს ამშვიდებს ..შემიძლია სოფელში ჩემს ფანჯარაზე დღეები ვიჯდე გაუნძრევლად და ვუყურო როგორ ლამაზად წვიმს როგორ ამშვიდებს წვიმა დედამიწას ..როგორ აშრიალებს ნიავი ფოთლებს ..ვიჯდე ფანჯარაზე თვალები დავხუჭო და ეს ყოველივე სულით შევიგრძნო ...შევიგრძნო წვიმა, ნიავი, ნამი და ეს ყველაფერი როგორ გამშვიდებს თითქოს არც არასდროს ყოფილა შენი სული აფორიაქებული..მიყვარს წვიმაში სეირნობა ..წვიმის წვეთი სხეულზე რომ გეცემა თითქოს ბუნებასთან ურთიერთობ,ამ დროს თითქოს წვიმა გაწყნარებს და გეუბნება:"არ იდარდო" წვიმაში მშვიდი ხარ იმდენად მშვიდი რომ გიჭირს რაიმეს წარმოთქმა თითქოს შენი დუმილი იმაზე მეტს ამბობს ვიდრე საჭიროა წვიმა კი მუდამ გამშვიდებს როცა გჭირდება...ადამიანი ბუნებაში ჰპოვებს სიმშვიდეს ...
♥
♥
Subscribe to:
Post Comments (Atom)
როგორია ღამეა იცით? აი,რომ უნდა წერო თან მუსიკას უსმინო და იფიქრო,უსასრულოდ იფიქრო, გადაეშვა ფიქრების ზღვაში..რეალობას მოსწყდე,ამ სამყაროდან...
-
შემოდგომა.. შემოდგომა სწორედ ის დროა,რომელიც ასე ძალიან მიყვარს💜განსაკუთრებით ის პერიოდი მიყვარს ხიდან ფოთოლი ცვენას რომ იწყებს...
-
ზოგჯერ რა ძნელია ფიქრი...თუმცა ფიქრი ხომ ჩემი ერთადერთი დამამშვიდებელია იმ ყველაფრისგან რაც გარშემო ხდება...მიყვარს წვიმა,წვიმიან დღეს გარეთ...
-
ადამიანის ცხოვრება სიუპრიზებით არის აღსავსე💗..როცა არ მოელოდები სწორედ მაშინ გჩუქნის სამყარო ბედნიერებას,სწორედ მაშინ გახვედრებს იმ ერთადერ...
No comments:
Post a Comment