Monday, June 11, 2018

დღეს ისევ გაწვიმდა,წელიწადის ამ დროს მიყვარს წვიმა ,მიყვარს წვიმის სუნი,მიყვარს მისი ხმა,თუ როგორ ეცემა წვიმის წვეთები მიწას როგორ ერწყმის ერთმანეთს ცა და მიწა...მიყვარს წვიმიანი ამინდი,მიყვარს ამ დროს ფიქრი, ფიქრი წარსულზე,აწმყოზე და მომავალზე .. სამივე დროში რაღაც ახალს სწავლობ,ახალს იგებ ..წარსული მოგონებები ხშირად გვეხმარება მდგომარეობიდან გამოსვლაში იმ ტკბილი მოგონებებით ვსუნთქავთ ...მიყვარს წვიმა თითქოს სიბინძურისგან,ბოღმისგან,სიძულვილისგან წმენდს ქალაქს თითქოს ხვალ ახალი ცხოვრება იწყება ..წვიმა იმედია! ემოციებისგან იცლება ტირის ,ხვალ ის მზედ გადაიქცევა..მზე ახალი ცხოვრების მაუწყებელია წვიმა კი გამზადებს შენი ბედნიერებით და იმედით სVსე ცხოვრებისთვის ..ბუნება ყოველთვის გეხმარება ადამიანს არა მხოლოდ სიცოცხლეში,არამედ ცხოვრებაშიც...მიყვარს წვიმა,რადგან გაჭირვების ჟამს ის ყოველთვის ჩემს გვერდითაა...წვიმის შემდეგ უკეთ ვგრძნობ თავს რადგან მგონია რომ მე დავიცალე ემოციებისგან, თავს უფრო მშვიდად და მსუბუქად ვგრძნობ 😍

როგორია ღამეა იცით? აი,რომ უნდა წერო თან მუსიკას უსმინო და იფიქრო,უსასრულოდ იფიქრო, გადაეშვა ფიქრების ზღვაში..რეალობას მოსწყდე,ამ სამყაროდან...