Thursday, July 19, 2018

აი რა საშინელი მომენტია როცა შენი მეგობრისგან არა უბრალო მეგობრისგან არა,საუკეთესო მეგობრისგან,რომ ვეღარ ღებულობ იმ სითბოს და სიყვარულს რასაც უწინ,თითქოს გაუცხოვდით მაგრამ,მაინც არაფერს არ იძახი არ ვიცი რატომ ან უბრალოდ გაჩუმებას ამჯობინებ ან კიდევ უბრალოდ პასუხის გეშინია..ძნელია საშინლად როდესაც წლები მეგობრობთ და შემდეგ ვიღაცაში გაგცვლის აი სწორედ იმ დროს როცა ყველაზე მეტად გინდა მისი გვერდით დგომა,მასთან ლაპარაკი,გულის გადაშლა,მაგრამ ვერსად ხედავ ამჩნევ რომ მისთვის აღარ ხარ ისეთი მნიშვნელოვანი პიროვნება როგორიც ადრე,თითქოს ცდილობს გადაფაროს რაღაცეებით შენც უბრალოდ ივიწყებ მისი ერთი სითბოსთვის,მაგრამ მერე ისევ თავიდან იწყება ...შენი ემოციები,გრძნობები არ აინტერესებს არავის თუნდაც იმ შენ "საუკეთესო მეგობარს".ახლა მას თავის ცხოვრება აქვს,სადაც ამჩნევ რომ შენი ადგილი აღარაა,თუმცა არაა მარტივი უბრალოდ დაივიწყო ეს მეგობრობა,როგორც ეს თვითონ ჰქნა ..მაგრამ რას ვიზამთ ყველა ადამიანს სხვანაირად ესმის მეგობრობა მე მგონია,რომ საუკეთესო მეგობარი შენი ცხოვრების ყველა ეტაპზე ერთი ადამიანია,ზოგი კი ფიქრობს,რომ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ადამიანი უნდა იყოს მისი "საუკეთესო მეგობარი" როგორც ჩანს,მის ცხოვრებაში ეს ეტაპი გავიარე უკვე ახლა სხვისი ჯერია☺თუმცა ის სხვაც მალე გაივლის ამ ეტაპს და კიდევ და კიდევ სხვა გამოჩნდება ასე,რომ ვერავინ იტყვის საუკეთესო მეგობარი მყავსო, რადგან არსებობს ორი კატეგორია : 1.რომელსაც ჰგონია რომ ცხოვრების ყველა ეტაპზე ერთი და იგივე ადამიანი უნდა ჰყავდეს საუკეთესო მეგობრად.
2.რომელსაც ჰგონია რომ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ადამიანი უნდა იყოს მისი საუკეთესო მეგობარი.
სწორედ ამიტომ ვერავინ იტყვის რომ ჰყავს საუკეთესო მეგობარი..!! ☺☺👌👌👌✌

როგორია ღამეა იცით? აი,რომ უნდა წერო თან მუსიკას უსმინო და იფიქრო,უსასრულოდ იფიქრო, გადაეშვა ფიქრების ზღვაში..რეალობას მოსწყდე,ამ სამყაროდან...