Wednesday, November 14, 2018

ოჰ,და როგორ მიყვარს მე ეს დრო 💖ღამე ...მშვიდი ფიქრი ...მშვიდი ფიქრი ყველაფერზე 💖💖ჩემს გაურკვევლიბაზე💖💖რაღაც ურთიერთობები ისე არ იწყება როგორც ჩვენ გვინდოდა ან წარმოგვედგინა..ცხოვრება ამას თავის ჭკუაზე აკეთებს ..ხო,ზოგჯერ უკეთესადაც კი არის,მაგრამ ზოგჯერ უარესად ..მთავარია შენ როგორ მოერგები სიტუაციას...როგორ გაუძლებ,როგორ აიტან იმ ტკივილს რომელსაც ცხოვრება გვაყენებს...ხო,ყველა ურთიერთობას რაღაც მხრივ ტკივილი მოჰყვება,რაღაც გამოცდის ჩაბარება გვიწევს,დაბრკოლებების გადალახვა,იმედგაცრუება,სინანული და მაინც ეს ყველაფერი სიყვარულისთვის ღირს 💜 იმ სიყვარულისთვის,რომელსაც ის ერთი ადამიანი გვანიჭებს  თან ამავდროულად ტკივილს გვაყენებს ..სიყვარულს ყოველთვის ტკივილი მოაქვს,ტკივილს კი ბედნიერება იცით როგორი რაღაც არის ..ღამეს ყოველთვის დღე მოჰყვება ..უნდა დაღამდეს რომ დღე დააფასო,დღის სინათლე შეიგრძნო.. ჯერ ტკივილი უნდა განიცადო რომ სიყვარულის ბედნიერება შეიგრძნო💜მთავარია შენ როგორ გაუძლებ როგორ გადალახავ დაბრკოლებებს ...შეგიძლია კი ისეთი სიყვარული რომ ყველაფერს გაუძლოს? ხო ეს კითხვა ყოველთვის მაწუხებდა ..იქნებ არ შემიძლია,იქნებ ვერ შევძლო ..ეს ფიქრები მიტრიალებს თავში მაგრამ როდესაც ერთი ადამიანს ღიმილს,ხმას ვიხსენებ ჩემს თავზე ვბრაზობ და ჩემს თავს ვეუბნები მე შემიძლია მიყვარდეს,ისე მიყვარდეს რომ გაუძლოს ყველა დაბრკოლებას ტკივილისდა მიუხედავად...ხოდა დღეს ვაღიარებ,პირველად ვაღიარებ რომ შემიყვარდა,არა უფროსწორად აქამდეც მიყვარდა,დიდი ხანია მიყვარს,მაგრამ ვერ ვხვდებოდი,არ ვტყდებოდი ...💜💖

Monday, November 5, 2018

💜💜

ხო,თითქოს ჩვეულებრივი ღამეა,მაგრამ ამავდროულად სხვანაირია,ყველაფერი სხვანაირია ცა,ცა ისეთი სხვანაირია თითქოს დღეს პირველად დავინახე...ხალხი,ხალხიც კი სხვანაირია...ხო,რაღაც სხვა ხდება..თითქოს რაღაც დამთავრდა თითქოს წარსულში დარჩა..მაგრამ წარსული? წარსული რთული თემაა ...არ იცი როდის არის მართლა წარსული ..ვერსად დაემალები მომავლისკენ მიიწევ მაგრამ წარსული მუდამ თან გსდევს...წარსულის ურთიერთობები თითქოს დასრულებული,მაგრამ ამავდროულად ახალი დაწყებული არა უფრო სწორად გაგრძელებული ..გგონია რაღაც დასრულდა მაგრამ სინამდვილეში თავიდან იწყებ. თავიდან განიცდი იმ ყველაფერს რაც ოდესღაც უკვე განიცადე...თან ეჭვები გკლავს არ იცი სწორად იქცევი თუ არა..ეჭვები და გაურკვევლობა....აი ეს ღუპავს ადამიანს....ერთი ფაქტია ვერ გაგიგია წარსულია თუ აწმყო ...არც ის იცი რომელი გინდა,რომ იყოს 💜 გაურკვევლობა აი ყველაზე ცუდი რამ,რასაც შეიძლება ადამიანი განიცდიდეს ... : )

როგორია ღამეა იცით? აი,რომ უნდა წერო თან მუსიკას უსმინო და იფიქრო,უსასრულოდ იფიქრო, გადაეშვა ფიქრების ზღვაში..რეალობას მოსწყდე,ამ სამყაროდან...