Saturday, May 5, 2018

უბრალოდ ღამე

ღამეა ,აი რაღაც სხვანაირი ღამე ,ისეთი ფიქრს და წერას რომ მოგამდომებს ოდნავ ხმაურიანი,რადგან გარშემო კლუბებია,მანქანები,მაგრამ მაინც შენს სამყაროში ჩაკეტილს ვერ აცნობიერებ რომ ეს ხმაურია.ფიქრში წასულს არ გესმის გარშემო რა ხდება, მხოლოდ ღამეს აქცევ ყურადღებას და იმ ფიქრებს ასე, რომ გაგიტაცეს.
ფიქრები ეს ის სამყაროა,სადაც ნამდვილად ბედნიერებას ჰპოვებ...ჩემი სამყარო ეს ის სამყაროა,სადაც ყოველთვის მიხარია ყოფნა...ჩემს სამყაროში გამოკეტილს მიყვარს თბილისის ძველ უბნებში სეირნობა..მიყვარს ძველი მეგობრების მონახულება,მიყვარს იმ ქუჩებში სეირნობა სადაც ბავშობაში,ბავშვობის მეგობრებთან ერთად დადიოდი,მაგრამ ახლა მარტო დადიხარ ბავშვობის მეგობრები სადღაც გაქრნენ,აღარ ჩანან..აღარც ის ახალი მეგობრები ჩანან,საბოლოოდ მარტო დარჩი საკუთარ თავთან,მოგონებებთან ,რომელიც შენთვის ბევრს ნიშნავს...რა საინტერესოა ღამე არა? იმდენ რაღაცაზე შეიძლება იფიქროს ადამიანმა,ღამე ყველას ანახებს საკუთარ ჭეშმარიტ სახეს.. : )

No comments:

Post a Comment

როგორია ღამეა იცით? აი,რომ უნდა წერო თან მუსიკას უსმინო და იფიქრო,უსასრულოდ იფიქრო, გადაეშვა ფიქრების ზღვაში..რეალობას მოსწყდე,ამ სამყაროდან...