როგორია ღამეა იცით? აი,რომ უნდა წერო თან მუსიკას უსმინო და იფიქრო,უსასრულოდ იფიქრო, გადაეშვა ფიქრების ზღვაში..რეალობას მოსწყდე,ამ სამყაროდან შენს ფერად სამყაროში გადაეშვა,იმ სამყაროში რომელიც შენი ოცნებებით შექმენი,ვარდისფერი,თითქოს თბილი უსასრულო სამყარო,სადაც ნამდვილი ხარ 😊ნიღბის გარეშე,სადაც ისეთი სიყვარულის გწამს,რომელიც არასდროს მთავრდება,სადაც უსასრულო მონატრების გწამს,სადაც თვალები სიყვარულით და ბედნიერებით გიბრწყინავს,იქ,სადაც ვარსკვლავები იმაზე მეტად კაშკაშებენ,ვიდრე რეალურად.ჩემს ფერად სამყაროში მზეც იმაზე მეტად ანათებს და ათბობს სამყაროს,ვიდრე ჩვენს რეალურ სამყაროში..ჩემს ფერად სამყაროში თითქოს ყველაფერი სხვანაირია,თითქოს ადამიანებიც უფრო თბილები არიან თითქოს ყველა ბედნიერია 😊❤️ ჩემი ფერადი სამყარო,მხოლოდ ჩემია სადაც ჩემი სიყვარული უსასრულოდ გრძელდება,სადაც უსასრულო მონატრება მაბედნიერებს,სადაც ჩემი თვალებით ბედნიერებას ასხივებენ.😊😊რომ შემეძლოს,ალბათ ჩემს ფერად სამყაროში უსასრულოდ დავრჩებოდი,რეალობას მოვწყდებოდი და ჩემს ბედნიერებით სავსე სამყაროში ჩავიძირებოდი ...😊😊❤️
Friday, October 4, 2019
Sunday, February 17, 2019
ყველაზე საშინელი გრძნობაა იმედგაცრუება...აი ის გრძნობაა სწორედ ადამიანს სულს რომ შეუჭამს,გულს ატკენს...არა ამას უცხო ადამიანი ვერ გააკეთებს რადგან უცხოა შენთვის,არაფერს წარმოადგენს..ახლობლები? ახლობლებს კი შეუძლიათ გული გატკინონ ...ამას ყოველ დღე აკეთებენ ...შეამჩნევ ცვლილებას,გეტკინება ძალიან გეტკინება მაგრამ თავს დაირწმუნებ რომ მხოლოდ გეჩვენება....მაგრამ ერთ დღესაც,დაინახავ იმ ადამიანების ნამდვილ სახეს...ცხადი გახდება თუ რატომ აღარ გკითხულობენ,რატომ გაცივდნენ შენს მიმართ...ხო, ეს ყველაფერი შიგნიდან ანადგურებს ადამიანს...რწმენას გაკარგვინებს რომ არსებობს მეგობრობა,სიყვარული,ურთიერთპატივისცემა,ყურადღება ეს ყველაფერი მხოლოდ მითია ან უბრალოდ მე ვერ შევარჩიე სწორად ჩემი "ახლობლები" ...დღეს ისინი ჩემთვის სრულებით უცხო ადამიანები არიან,არ ვიცნობ მათ...ვინ არიან? არ ვიცი ... მაგრამ, ერთი ცხადია, თამაში შეუძლიათ,ნიღბის ტარება..ალბათ როგორი რთულია ამდენი ხნის განმავლობაში ატარო ნიღაბი ))
როგორია ღამეა იცით? აი,რომ უნდა წერო თან მუსიკას უსმინო და იფიქრო,უსასრულოდ იფიქრო, გადაეშვა ფიქრების ზღვაში..რეალობას მოსწყდე,ამ სამყაროდან...
-
შემოდგომა.. შემოდგომა სწორედ ის დროა,რომელიც ასე ძალიან მიყვარს💜განსაკუთრებით ის პერიოდი მიყვარს ხიდან ფოთოლი ცვენას რომ იწყებს...
-
ზოგჯერ რა ძნელია ფიქრი...თუმცა ფიქრი ხომ ჩემი ერთადერთი დამამშვიდებელია იმ ყველაფრისგან რაც გარშემო ხდება...მიყვარს წვიმა,წვიმიან დღეს გარეთ...
-
ადამიანის ცხოვრება სიუპრიზებით არის აღსავსე💗..როცა არ მოელოდები სწორედ მაშინ გჩუქნის სამყარო ბედნიერებას,სწორედ მაშინ გახვედრებს იმ ერთადერ...