Sunday, February 17, 2019

ყველაზე საშინელი გრძნობაა იმედგაცრუება...აი ის გრძნობაა სწორედ ადამიანს სულს რომ შეუჭამს,გულს ატკენს...არა ამას უცხო ადამიანი ვერ გააკეთებს რადგან უცხოა შენთვის,არაფერს წარმოადგენს..ახლობლები? ახლობლებს კი შეუძლიათ გული გატკინონ ...ამას ყოველ დღე აკეთებენ ...შეამჩნევ ცვლილებას,გეტკინება ძალიან გეტკინება მაგრამ თავს დაირწმუნებ რომ მხოლოდ გეჩვენება....მაგრამ ერთ დღესაც,დაინახავ იმ ადამიანების ნამდვილ სახეს...ცხადი გახდება თუ რატომ აღარ გკითხულობენ,რატომ გაცივდნენ შენს მიმართ...ხო, ეს ყველაფერი შიგნიდან ანადგურებს ადამიანს...რწმენას გაკარგვინებს რომ არსებობს მეგობრობა,სიყვარული,ურთიერთპატივისცემა,ყურადღება ეს ყველაფერი მხოლოდ მითია ან უბრალოდ მე ვერ შევარჩიე სწორად ჩემი "ახლობლები" ...დღეს ისინი ჩემთვის სრულებით უცხო ადამიანები არიან,არ ვიცნობ მათ...ვინ არიან? არ ვიცი ... მაგრამ, ერთი ცხადია, თამაში შეუძლიათ,ნიღბის ტარება..ალბათ როგორი რთულია ამდენი ხნის განმავლობაში ატარო ნიღაბი ))

No comments:

Post a Comment

როგორია ღამეა იცით? აი,რომ უნდა წერო თან მუსიკას უსმინო და იფიქრო,უსასრულოდ იფიქრო, გადაეშვა ფიქრების ზღვაში..რეალობას მოსწყდე,ამ სამყაროდან...