როგორია ღამეა იცით? აი,რომ უნდა წერო თან მუსიკას უსმინო და იფიქრო,უსასრულოდ იფიქრო, გადაეშვა ფიქრების ზღვაში..რეალობას მოსწყდე,ამ სამყაროდან შენს ფერად სამყაროში გადაეშვა,იმ სამყაროში რომელიც შენი ოცნებებით შექმენი,ვარდისფერი,თითქოს თბილი უსასრულო სამყარო,სადაც ნამდვილი ხარ 😊ნიღბის გარეშე,სადაც ისეთი სიყვარულის გწამს,რომელიც არასდროს მთავრდება,სადაც უსასრულო მონატრების გწამს,სადაც თვალები სიყვარულით და ბედნიერებით გიბრწყინავს,იქ,სადაც ვარსკვლავები იმაზე მეტად კაშკაშებენ,ვიდრე რეალურად.ჩემს ფერად სამყაროში მზეც იმაზე მეტად ანათებს და ათბობს სამყაროს,ვიდრე ჩვენს რეალურ სამყაროში..ჩემს ფერად სამყაროში თითქოს ყველაფერი სხვანაირია,თითქოს ადამიანებიც უფრო თბილები არიან თითქოს ყველა ბედნიერია 😊❤️ ჩემი ფერადი სამყარო,მხოლოდ ჩემია სადაც ჩემი სიყვარული უსასრულოდ გრძელდება,სადაც უსასრულო მონატრება მაბედნიერებს,სადაც ჩემი თვალებით ბედნიერებას ასხივებენ.😊😊რომ შემეძლოს,ალბათ ჩემს ფერად სამყაროში უსასრულოდ დავრჩებოდი,რეალობას მოვწყდებოდი და ჩემს ბედნიერებით სავსე სამყაროში ჩავიძირებოდი ...😊😊❤️
ჩანახატები
Friday, October 4, 2019
Sunday, February 17, 2019
ყველაზე საშინელი გრძნობაა იმედგაცრუება...აი ის გრძნობაა სწორედ ადამიანს სულს რომ შეუჭამს,გულს ატკენს...არა ამას უცხო ადამიანი ვერ გააკეთებს რადგან უცხოა შენთვის,არაფერს წარმოადგენს..ახლობლები? ახლობლებს კი შეუძლიათ გული გატკინონ ...ამას ყოველ დღე აკეთებენ ...შეამჩნევ ცვლილებას,გეტკინება ძალიან გეტკინება მაგრამ თავს დაირწმუნებ რომ მხოლოდ გეჩვენება....მაგრამ ერთ დღესაც,დაინახავ იმ ადამიანების ნამდვილ სახეს...ცხადი გახდება თუ რატომ აღარ გკითხულობენ,რატომ გაცივდნენ შენს მიმართ...ხო, ეს ყველაფერი შიგნიდან ანადგურებს ადამიანს...რწმენას გაკარგვინებს რომ არსებობს მეგობრობა,სიყვარული,ურთიერთპატივისცემა,ყურადღება ეს ყველაფერი მხოლოდ მითია ან უბრალოდ მე ვერ შევარჩიე სწორად ჩემი "ახლობლები" ...დღეს ისინი ჩემთვის სრულებით უცხო ადამიანები არიან,არ ვიცნობ მათ...ვინ არიან? არ ვიცი ... მაგრამ, ერთი ცხადია, თამაში შეუძლიათ,ნიღბის ტარება..ალბათ როგორი რთულია ამდენი ხნის განმავლობაში ატარო ნიღაბი ))
Wednesday, November 14, 2018
ოჰ,და როგორ მიყვარს მე ეს დრო 💖ღამე ...მშვიდი ფიქრი ...მშვიდი ფიქრი ყველაფერზე 💖💖ჩემს გაურკვევლიბაზე💖💖რაღაც ურთიერთობები ისე არ იწყება როგორც ჩვენ გვინდოდა ან წარმოგვედგინა..ცხოვრება ამას თავის ჭკუაზე აკეთებს ..ხო,ზოგჯერ უკეთესადაც კი არის,მაგრამ ზოგჯერ უარესად ..მთავარია შენ როგორ მოერგები სიტუაციას...როგორ გაუძლებ,როგორ აიტან იმ ტკივილს რომელსაც ცხოვრება გვაყენებს...ხო,ყველა ურთიერთობას რაღაც მხრივ ტკივილი მოჰყვება,რაღაც გამოცდის ჩაბარება გვიწევს,დაბრკოლებების გადალახვა,იმედგაცრუება,სინანული და მაინც ეს ყველაფერი სიყვარულისთვის ღირს 💜 იმ სიყვარულისთვის,რომელსაც ის ერთი ადამიანი გვანიჭებს თან ამავდროულად ტკივილს გვაყენებს ..სიყვარულს ყოველთვის ტკივილი მოაქვს,ტკივილს კი ბედნიერება იცით როგორი რაღაც არის ..ღამეს ყოველთვის დღე მოჰყვება ..უნდა დაღამდეს რომ დღე დააფასო,დღის სინათლე შეიგრძნო.. ჯერ ტკივილი უნდა განიცადო რომ სიყვარულის ბედნიერება შეიგრძნო💜მთავარია შენ როგორ გაუძლებ როგორ გადალახავ დაბრკოლებებს ...შეგიძლია კი ისეთი სიყვარული რომ ყველაფერს გაუძლოს? ხო ეს კითხვა ყოველთვის მაწუხებდა ..იქნებ არ შემიძლია,იქნებ ვერ შევძლო ..ეს ფიქრები მიტრიალებს თავში მაგრამ როდესაც ერთი ადამიანს ღიმილს,ხმას ვიხსენებ ჩემს თავზე ვბრაზობ და ჩემს თავს ვეუბნები მე შემიძლია მიყვარდეს,ისე მიყვარდეს რომ გაუძლოს ყველა დაბრკოლებას ტკივილისდა მიუხედავად...ხოდა დღეს ვაღიარებ,პირველად ვაღიარებ რომ შემიყვარდა,არა უფროსწორად აქამდეც მიყვარდა,დიდი ხანია მიყვარს,მაგრამ ვერ ვხვდებოდი,არ ვტყდებოდი ...💜💖
Monday, November 5, 2018
💜💜
ხო,თითქოს ჩვეულებრივი ღამეა,მაგრამ ამავდროულად სხვანაირია,ყველაფერი სხვანაირია ცა,ცა ისეთი სხვანაირია თითქოს დღეს პირველად დავინახე...ხალხი,ხალხიც კი სხვანაირია...ხო,რაღაც სხვა ხდება..თითქოს რაღაც დამთავრდა თითქოს წარსულში დარჩა..მაგრამ წარსული? წარსული რთული თემაა ...არ იცი როდის არის მართლა წარსული ..ვერსად დაემალები მომავლისკენ მიიწევ მაგრამ წარსული მუდამ თან გსდევს...წარსულის ურთიერთობები თითქოს დასრულებული,მაგრამ ამავდროულად ახალი დაწყებული არა უფრო სწორად გაგრძელებული ..გგონია რაღაც დასრულდა მაგრამ სინამდვილეში თავიდან იწყებ. თავიდან განიცდი იმ ყველაფერს რაც ოდესღაც უკვე განიცადე...თან ეჭვები გკლავს არ იცი სწორად იქცევი თუ არა..ეჭვები და გაურკვევლობა....აი ეს ღუპავს ადამიანს....ერთი ფაქტია ვერ გაგიგია წარსულია თუ აწმყო ...არც ის იცი რომელი გინდა,რომ იყოს 💜 გაურკვევლობა აი ყველაზე ცუდი რამ,რასაც შეიძლება ადამიანი განიცდიდეს ... : )
Wednesday, October 17, 2018
შემოდგომა 🍁
შემოდგომა..
შემოდგომა სწორედ ის დროა,რომელიც ასე ძალიან მიყვარს💜განსაკუთრებით ის პერიოდი მიყვარს ხიდან ფოთოლი ცვენას რომ იწყებს და მწვანე ფოთლებს ნელ-ნელა სიყვითლე ეპარება და შემდეგ სიწითლეში გადადის🍁🍂მიყვარს შემოდგომის ფერები, თბილი და ნათელი ფერები🍁აი,ის პერიოდი მიყვარს ქარი ფოთლებს რომ იტაცებს🍁 ფოთლები აქეთ-იქით დაფარფატებენ არავინ იცის ქარი საით წაიყვანს 🍂❤მიყვარს შემოდგომა სწორედ იმ ნათელი და თბილი ფერების გამო,რომელიც მას ახასიათებს❤მიყვარს შემოდგომის წვიმა❤ამ დროს წვიმა ყოველთვის სხვანაირად მეჩვენება..სხვანაირად თბილი და სევდიანი თითქოს ბუნება რაღაცას განიცდის,შემოდგომის წვიმა სხვანაირად ლამაზია.. წვიმა და ფოთოლცვენა ერთმანეთს ერწყმის და ერთად რაღაც საოცრებას ქმნიან აი ისეთს სიტყვებით,რომ ვერ აღწერ❤💜მიყვარს შემოდგომა მისი იდუმალების გამო💜💜მისი სილამაზის გამო💜🍁მისი სევდიანობის გამო 🍁🍁ამ დროს თითქოს ჩემს თავს ვადარებ შემოდგომას,რაღაცნაირად სევდიანი,მაგრამ იმედით სავსე 💜🍁
Thursday, September 27, 2018
Wednesday, September 26, 2018
როგორია ღამეა იცით? აი,რომ უნდა წერო თან მუსიკას უსმინო და იფიქრო,უსასრულოდ იფიქრო, გადაეშვა ფიქრების ზღვაში..რეალობას მოსწყდე,ამ სამყაროდან...
-
შემოდგომა.. შემოდგომა სწორედ ის დროა,რომელიც ასე ძალიან მიყვარს💜განსაკუთრებით ის პერიოდი მიყვარს ხიდან ფოთოლი ცვენას რომ იწყებს...
-
ზოგჯერ რა ძნელია ფიქრი...თუმცა ფიქრი ხომ ჩემი ერთადერთი დამამშვიდებელია იმ ყველაფრისგან რაც გარშემო ხდება...მიყვარს წვიმა,წვიმიან დღეს გარეთ...
-
ადამიანის ცხოვრება სიუპრიზებით არის აღსავსე💗..როცა არ მოელოდები სწორედ მაშინ გჩუქნის სამყარო ბედნიერებას,სწორედ მაშინ გახვედრებს იმ ერთადერ...