Friday, March 31, 2017

წვიმა

ზოგჯერ რა ძნელია ფიქრი...თუმცა ფიქრი ხომ ჩემი ერთადერთი დამამშვიდებელია იმ ყველაფრისგან რაც გარშემო ხდება...მიყვარს წვიმა,წვიმიან დღეს გარეთ თითქოს სიმშვიდე ისადგურებს,წვიმასთან ერთად ნიავი რომელიც ნაზად აფრიალებენ ფოთლებს..მიყვარს ზაფხულის წვიმა,წვიმის შემდეგ ნამის სუნი თითქოს სულს ამშვიდებს ..შემიძლია სოფელში ჩემს ფანჯარაზე დღეები ვიჯდე გაუნძრევლად და ვუყურო როგორ ლამაზად წვიმს როგორ ამშვიდებს წვიმა დედამიწას ..როგორ აშრიალებს ნიავი ფოთლებს ..ვიჯდე ფანჯარაზე თვალები დავხუჭო და ეს ყოველივე სულით შევიგრძნო ...შევიგრძნო წვიმა, ნიავი, ნამი და ეს ყველაფერი როგორ გამშვიდებს თითქოს არც არასდროს ყოფილა შენი სული აფორიაქებული..მიყვარს წვიმაში სეირნობა ..წვიმის წვეთი სხეულზე რომ გეცემა თითქოს ბუნებასთან ურთიერთობ,ამ დროს თითქოს წვიმა გაწყნარებს და გეუბნება:"არ იდარდო" წვიმაში მშვიდი ხარ იმდენად მშვიდი რომ გიჭირს რაიმეს წარმოთქმა თითქოს შენი დუმილი იმაზე მეტს ამბობს ვიდრე საჭიროა წვიმა კი მუდამ გამშვიდებს როცა გჭირდება...ადამიანი ბუნებაში ჰპოვებს სიმშვიდეს ...

Thursday, March 30, 2017

ძველი მეგობრები : ))

უკვე ღამეა, ვერ ვიტან ღამეს,რადგან ყველაზე მეტს ღამე ვფიქრობ,თუმცა რა გასაკვირია მე ხომ სულ ვფიქრობ,გამუდმებით საკმარისია მარტო დავრჩე და მაშინვე ფიქრების სამყაროში ვვარდები. ვფიქრობ განვლილ წლებზე,დღეებზე და საათებზეც კი ..იმ კარგ მოგონებებზე მეფიქრება აი ბავშობის,ძველ მეგობრებთან ერთად რომ ვატარებდი,ხო სწორედ ძველ მეგობრებთან,ახლა მათ მეგობრებს ვერ უწოდებ ვერაა, უბრალო ნაცნობებად იქცნენ თუმცა გიჭირს იმ ფაქტის გააზრება,რომ ეს "ძველი"მეგობრები ნაცნობები გახდნენ, უბრალო ნაცნობები.ყველა თავის გზაზე წავიდა,ისინიც კი,რომლებიც მეგონა რაც არ უნდა მოხდეს არ წავა-თქო მაგრამ პირველი ზუსტად ის წავიდა. .დრო იცვლება,დროის ცვლილებასთან ერთად ადამიანებიც იცვლებიან, არ ვიცი იქნებ მე დავრჩი მხოლოდ შეუცვლელი და ჩემი "ძველი"მეგობრები ნაადრევად შეიცვალნენ და სწორედ ამიტომაც დამტოვეს..არ ვიცი პასუხი არ მაქვს..ახალ მეგობრებს შეიძენ,მაგრამ იცი,რომ საბოლოოდ მაინც მარტო დარჩები და ეს ახალი მეგობრები "ძველ"მეგობრებად იქცევიან..ასეა ადამიანის ბუნება მოწყობილი ...ბოლოს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეს.. ))💖👌👌











რა არის არა ადამიანი,რაზეც აქამდე არ უფიქრია დღეს გამუდმებით ფიქრობს..მეც ასე ვარ,ადრე არ ვფიქრიბდი ისე ვიქცეოდი,ახლა კი ჯერ შედეგებზე ვფიქრობ მერე ვაკეთებ. ამდენი ფიქრი ტვინს მატკიებს,ერთგვარი ომი მაქვს ჩემს თავთან..ღამე არ მიყვარს,ყველაფერი მახსენდება ღამე,თუმცა ღამე ის ერთადერთი დროა,როდესაც შენს ფიქრებთან,ოცნებებთან მარტო რჩები სრულ სიმშვიდეში.ამ დროს არ იცი გსიამივნებს თუ პირიქით უფრო მეტად გტკივა.. ამ დროს ყველაფერზე ფიქრობ,იმ საკითხებზეც,რომლებზეც აქამდე არ გიფიქრია და უმნიშვნელოდ მუგაჩნდა..ღამე თითქოს ყველა საკითხს მბიშვნელობას ანიჭებს და გტკივა,გტკივა იმიტომ,რომ არაფრის შეცვლა არ შეგიძლია..ამიტომ ფიქრობ,ფიქრობ,გამუდმებით ფიქრობ და ასე ფიქრებში გართული მიჰყვები ცხოვრების დინებას...
მოგონებები რა მწარეა არაა? აი,ის მოგონებები,თბილისის თითოეულ ქუჩაზე თავს,რომ გახენებს.თითქოს თავს არიდებ ამაზე ფიქრს,მაგრამ შენ თავთან,მარტო როცა რჩებ მაინც გახსენებს თავს ეს "ძვირფასი" და "მტკივნეული" მოგონებები,შენც ემორჩილები და წარსულის ზღვაში გადაეშვები ხოლმე,აი იმ ზღვაში ასე,რომ გენატრება და თან გტკივა წარსული რომაა და არა აწმყო ან მომავალი...ფიქრობ და იკარგები იმ წარსულის მოგონებებში ზოგჯერ წამიერად,ზოგჯერ წუტიერად,ზოგჯერ საათობითაც კი სანამ ვინმე აწმყოდან შეძახილით არ გამოგაფხიზლებს :"რაზე ფიქრობ?" შენ კი მშვიდად პასუხობ :"არაფერზე,უბრალოდ ჩემთვის." და ამ დროს ამ "ვითომ" არაფერზე ფიქრი,რომ გამშვიდებს და ცოტახნით გაძლევს საშუალებას იმ მოგონებების ზღვაში გადაეშვა,ასე,რომ ენატრება შენს გულს...ყველაფერი შეიძლება გაქრეს,მაგრამ მოგონებები? არა,არასდროს...მოგონებების გაქრობას თავად,ჩვენ არ დავუშვებთ ადამიანები...თითქოს არაფერი უბრალო მოგონებებია,მაგრამ ზოგჯერ ეს უბრალო მოგონებები გაძლევს ძალას რომ იცოცხლო... <3 b="">

Wednesday, March 29, 2017

............

რა უცნაურია არაა ცხოვრება? და საერთიდ ადამიანი ... როგორ შეუძლია ერთ წიგნს შენი მთელი შეხედულებები და აზრები შეცვალოს..ერთ პატარა წინადადებასაც კი შეუძლია ცხოვრებაზე დაგაფიქროს არაა,არაა შენს ცხოვეებაზე კი არაა საერთოდ ადამიანის ცხოვრებაზე...ერთმა სიტყვამ შეიძლება მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს რა უცნაურია არაა? უცნაური ის კი არ არის,რომ შეიძლება შენი ცხოვრება შეიცვალოს,არამედ ის არის რომ,ამ ერთ სიტყვას რამხელა მნიშვ ელობა აქვა ადამიანისთვის..შეიძლება დაუფიქრებლად თქვა რამე ისეთი რომ ადამიანს გული ატკინო ან პირიქით ცხოვრები ხალოსი დაუბრუნო მთავარი ის კი არაა როგორ შეცვლი მის ცხოვრებას,არამედ ის რომ ერთ სიტყვას,ერთ პატარა სიტყვას შეუძლია მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს..უცნაურია რამხელა ძალა აქვს სიტყვას ))

მშვიდი ღამე

რა მშვიდი ღამეა არაა? აი,ისეთი მშვიდი ღამე მთელი შენი ცხოვრების მოგონრბები ერთბაშად რომ გატყდება თავს..ზოგიც სიხარულისგან აგატირებს,ზოგიც ტკივილისგან ..თითქოს ტირილი შვებას გგვრის და სუნთქვას გიადვილებს...ემოციებისგან იცლები , ტირი განუწყვეტლივ ტირი და საბოლოოდ ტირილოსგან გადაღლილს ჩაგეძინება ამ მოგონებების წყვდიადში..რამხელა განსხვავებაა არაა სიხარულის ცრემლებსა და ტკივილოს ცრემლებს შორის...სიხარულის ცრემლები დროს თვალები გიბრწყინავს ,ანათებ და ისე ტირი აი ტკივილოს დროს კი ჩამქრალია შენი თვალები სევდით სავსე გამოხედვაა და ტირი ,ტირი იმიტომ ,რომ ამოისუნთქო..თუმცა დრო გადის ადამიანი ყველაფერს ეჩვევა სიხარულსაც და ტკივილსაც .გადაჭარბებული არც სიხარული ვარგა და არც ტკივილი )) ასეა ადამიანი ყველაფერი გულთან მიაქვს და იმაზე მეტად განკცდის ვიდრე საჭიროა ალბათ ეს ემოციებია რაც ადამიანებად გვხდის )) ♥

: ))

ცვლილებები ყველა ადამიანის ცხივრებაში ხდება..იცვლება დრო,იცვლები შენც მიჰყვები ცხოვრების რიტმს ...ადამიანები იცვლებიან ეს ცვლილება რაღაც მომენტზე,რაღაც ამბავზე,რაღაც პატარა სიტყვაზეც კია დამოკიდებული...ერთი შეხედვით თითქოს ისევ ის ადამიანი ხარ თბილისის ქუჩებში მომღიმარი სახით რომ დადიოდა,მაგრამ რეალურად შენ თავს მაინც უტყდები და არდიარებ გულში იძახი "მე შევიცვალე" ამჩნევებ გარშემომყოფებივ მაგრამ არაა ისე მძაფრად ,როგორც ამას შენი გული გრძნობს..ცდილობ პირვანდელი სახე დაიბრუნო ცდილობ,მაგრამ უშედეგოდ და ამიტომ შენც იძულებული ხდები უბრალოდ შეეგუო და ცხოვრებას ფეხი აუწყო..

ცვლილებები

ადამიანები მუდმივად განიცდიან ცვლილებებს..ყოველ დღე,ყოველ საათს,ყოველ წუთს,ყოველ წამს. .ეს ჩვენზე არაა დამოკიდებული,ცხოვრება გვაიძულებს რომ ჩვენში რაღაც ნაწილი შევცვალოთ უფრო სწორად დიდი ნაწილი შევცვალოთ თითქოს ცხოვრება თავად გვიბიძგებს თავდაცვისკენ...ჩვენში ის ბავშური და გულუბრყვილო ნაწილი რჩებაა და იქამდე სძინავს სანამ ვინმე შენბაირი არ ეცდება მის გამოღვიძებას..მანამდე კი იძულებული ხარ ცივი გამოხედვითი იარო თან ნიღაბს ამოფარებული ღიმილიც მიაყოლო თითქოს ამ ცივი ღიმილოს უკან რაღაც დიდი და მტკივნეული იმალება და ცდილობა ამას შეეგუა და მასთან ერთად ცხოვრება განაგრძო,სუნთქვას შეძლო ამ ყველაფერთანნ ერთად და ყოველივე ამის მიუხედავად გულში პატარა იმედს იტოვებ,რომ ოდესმე ვინმეს ცივი ღიმილით კი არაა გულწრფელი და სიყვარულით სავსე ღიმილით შეხადავ სწორედ მაშინ მიხვდები რომ ცხოვრება ამად ღირდა..))

ცხოვრება : )

რა ძნელია ცხოვრება არაა? ღალატი, ბოღმა, იმედგაცრუება,ტკივილი.. და ეს ყოველივე ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია ...თითქოს არაფერი ადამიანი უძლებს ყველაფერს და მიდის ეს ყოველივე მაგრამ სიადვილეში შიგნიდან ჭამს და კლავს იმ გულს კლავს და ნამსხვეევებად აქცევს ერთ დროს დიდ სიყვარულს რომ იტევდა.. ახლა ის გული ისეთი აღარააა ნაწილებადააა დაშლილი ,ისე თითქოს აიღეს და ძალით გატეხესო ამ ყველაფრის შემდეგ ძნელია შენი თავი შეინარჩუნო..კარგავ საკუთარ თავს და გიჭირ ს ისევ იპოვო შენი თავი,გიჭირს დააბრუნო ის გულწრფელი და გულუბრყვილო გოგო რომელიც ოდესღაც იყავი..როგორც არ უნდა ეცადო იმ გოგოს ვერ დააბრუნებ ამ მცდელობებში უფრო და უფრო იკარგები,იკარგებება შენი გულუბრყვილობა და საბოლოოდ ის პატარა გულუბრყვილო და მეამიტი გოგო სამუდამოდ გაქრება და შენც მოეშვები მცდელობებს,რადგან საპოვნელი აღარაფერი დაგრჩება )) ♥

samyaro

დავიწყოთ თავიდან აი იმ წუთიდან პირველად,რომ ამოისუნთქებ..ხო,ადამიანი იბადება მას დიდი სიყვარულით ზრდიან,უხარია ცხოვრება(განა ბავშვს რა პრობლემა უნდა ჰქონდეს,რომ არ უხაროდეს) მეგობრები,თამაში,გართობა,სიცილი და მაინც ეს ბავშვი გაზრდისკენ მიისწრაფვის უნდა მალე გაიზარდოს არ ვიცი რა გვეგონა ბავშობაში გაზრდა კარგი იქნებოდა? არ ვიცი...ეს ბავშვიც ნელ-ნელა გაიზრდება და აღმოაჩსნს რომ ცხოვრება ისეთი ადვილი არ ყოფილა,როგორიც "ბავშობაში" ეჩვენებოდა..ახლა მისი სიცილიც კი სშეიძლება ვიღაცას ცუდად მოხვდეს გულზე...თითქპს გაზრდაათან ერთად სამყარო გაბოროტდა და დაუნდობლად იქცა.. არ იშურებს შენთვის არც ერთ ტკივილ ის უბრალოდ გიგზავნის და გიგზავნის ტკივილს.შენც იძულებული ხარ გაუძლო და "მტრების" ჯიბრზე გაიღიმო,რადგან ისინი შენი უბედურებით არ დატკბნენ ....ასეთია ჩვენი "ლამაზი" სამყარო...ყოველ დღეს უნდა გაუძლო ამ "დაუნდობელ"სამყაროში და მაინც გაიღიმლ..თუმცა გულში პატარა იმედს მაინც იტოვებ რომ სიყვარული გადაგვარჩენს და საბოლოოდ ყველაფერი კარგად იქნება!! შემდეგ ფიქრს იწყებ არარსებულ სიყვარულზე,რომელიც გაქრა ჩვენი სანყაროდან და ეს პატარა იმედის ნაპერწკალიც მაშინვე ქრება,ქრება ისე თითქოს ჩვენს სამყაროში სიყვარულს არასდროს უარსებია და ყოველთვი ასეთი ბნელი ოყო როგორც ახლა..დიახ,ესაა ჩვენი ლამაზი სამყარო რომლითაც ასე ვამაყობთ შავი და ბნელი სიბოროტით მოსილი..სიყვარული კი უბრალოდ გაქრა სამუდამოდ ჩვენი სამყაროდ ახლა მხოლოდ ერთი საფიქრალი გვაქვს როგორ ვატკინოთ ერათმანეთს გული?..დღეს რა ტკივილი მივაყენოთ ერთმანეთს? როგორ დავტანჯოთ ერთმანეთი? ესაა ჩვენი ლამაზი სამყარო და მასში მცხოვრები ადამიანები..))

memories

მოსაღამოვდა...და შენც ფიქრობ რომ უკვე შეგიძლია მშვიდად იფიქრო ..ყურსასმენები გაიკეთო,საყვარელი სიმღერა ჩართო და შენს საყვარელ საქმეს შეუდგები დაიწყებ ფიქრს...ჯერ განვლილ დღეს შეაჯამებ,შემდეგ კი სხვადასხვა საკითხებზე იფიქრებ ამასთანავე სხვადასხვა სიმღერებიც ირთვება და აი,ის ერთი სიმღერა ჩაირთო და ფიქრმა გაგიტაცა ერთ მოგონებაზე არაა უფრო სწორად ერთ ადამიანზე და მასთან დაკავშირებულ ყველა მოგონებაზე..ფიქრობ,ფიქრობ და იხსენებ როდის გაიცანით ერთმანეთი და ხვდები რომ ზედმეტად დიდი დრო გასულა თქვენი გაცნობიდან ..შემდეგ იხსენებ თქვენს მეგობრობას, ამ დროს თქვენს თითოეულ საუბარს სიცილს და გეღიმება,გეღიმება იმიტომ,რომ ხვდები რაოდენ დიდი და ძვირფასი ურთიერთობა გქონდათ...შემდეგ ყ ელაფერი იცვლება...ეს დიდი მეგობრობა უცებ დიდ სიყვარულში გადაიზრდება ...იხსენებ პირველად როდის გითხრა სიტყვა "მიყვარხარ" არაა ეს უბრალოდ სოტყვა არ ყოფილაა ... ამ ერთ სიტყვაში რა იგრძნობოდა ვერ გადმოსცემ..გეღიმება,იმოტომ რომ ასეთი გრძნობის განცდა შეძელი..იხსენებ პირველ შეხბედრას (შეყვარებულობისას) იხსენებ თუ როგორ გიცემდა გული როცა მის სანახავად მიდიოდი,იხსენებ პირველ ჩახუტებას აი მაშინ კი შენი გული ისე სწრაფად სცემდა ზედმეტი ემოციებისგან ლამის სულ გაჩერდა და ფეთქვა შეწყვიტა..იხსენებ პირველ ჩხუბს ..არაა თითქოს სისულელეზე იჩხუბეთ მაგრამ მაინც მთელ ღამეს რომ გათენებინებს და ტირი,ტირი და შენს თავს ადანაშაულებ რადგან გიყვარს და არ გინდა დაკარგვა..შემდეგ შერიგდებით და შენი თვალები მზესავით კაშკაშს იწყებს და ასე იხსენებ 3წელს და ამ 3წელში შემავალ ყოველ დღეს ... და უცებ თვალიდან ცრემლი წამოგივა და ხვდები რომ გენატრება და ყველაფრისდა მიუხედავად მაინც გიყვარს !♥ და აი ასე ყოველ დღე თქვენი სიმღერის გაგონებისას იხსენებ მასთან დაკავშირებულ ყველა მოგონებას...ზოგიც აგატირებს,ზოგიც გაგაღიმებს და საბოლოოდ ხვდები რომ უნდა გაჩერდე და ფიქრი შეწყვიტო მასზე,ვინც უკვე შენ აღარ გეკუთვნის ))

როგორია ღამეა იცით? აი,რომ უნდა წერო თან მუსიკას უსმინო და იფიქრო,უსასრულოდ იფიქრო, გადაეშვა ფიქრების ზღვაში..რეალობას მოსწყდე,ამ სამყაროდან...