Wednesday, March 29, 2017

memories

მოსაღამოვდა...და შენც ფიქრობ რომ უკვე შეგიძლია მშვიდად იფიქრო ..ყურსასმენები გაიკეთო,საყვარელი სიმღერა ჩართო და შენს საყვარელ საქმეს შეუდგები დაიწყებ ფიქრს...ჯერ განვლილ დღეს შეაჯამებ,შემდეგ კი სხვადასხვა საკითხებზე იფიქრებ ამასთანავე სხვადასხვა სიმღერებიც ირთვება და აი,ის ერთი სიმღერა ჩაირთო და ფიქრმა გაგიტაცა ერთ მოგონებაზე არაა უფრო სწორად ერთ ადამიანზე და მასთან დაკავშირებულ ყველა მოგონებაზე..ფიქრობ,ფიქრობ და იხსენებ როდის გაიცანით ერთმანეთი და ხვდები რომ ზედმეტად დიდი დრო გასულა თქვენი გაცნობიდან ..შემდეგ იხსენებ თქვენს მეგობრობას, ამ დროს თქვენს თითოეულ საუბარს სიცილს და გეღიმება,გეღიმება იმიტომ,რომ ხვდები რაოდენ დიდი და ძვირფასი ურთიერთობა გქონდათ...შემდეგ ყ ელაფერი იცვლება...ეს დიდი მეგობრობა უცებ დიდ სიყვარულში გადაიზრდება ...იხსენებ პირველად როდის გითხრა სიტყვა "მიყვარხარ" არაა ეს უბრალოდ სოტყვა არ ყოფილაა ... ამ ერთ სიტყვაში რა იგრძნობოდა ვერ გადმოსცემ..გეღიმება,იმოტომ რომ ასეთი გრძნობის განცდა შეძელი..იხსენებ პირველ შეხბედრას (შეყვარებულობისას) იხსენებ თუ როგორ გიცემდა გული როცა მის სანახავად მიდიოდი,იხსენებ პირველ ჩახუტებას აი მაშინ კი შენი გული ისე სწრაფად სცემდა ზედმეტი ემოციებისგან ლამის სულ გაჩერდა და ფეთქვა შეწყვიტა..იხსენებ პირველ ჩხუბს ..არაა თითქოს სისულელეზე იჩხუბეთ მაგრამ მაინც მთელ ღამეს რომ გათენებინებს და ტირი,ტირი და შენს თავს ადანაშაულებ რადგან გიყვარს და არ გინდა დაკარგვა..შემდეგ შერიგდებით და შენი თვალები მზესავით კაშკაშს იწყებს და ასე იხსენებ 3წელს და ამ 3წელში შემავალ ყოველ დღეს ... და უცებ თვალიდან ცრემლი წამოგივა და ხვდები რომ გენატრება და ყველაფრისდა მიუხედავად მაინც გიყვარს !♥ და აი ასე ყოველ დღე თქვენი სიმღერის გაგონებისას იხსენებ მასთან დაკავშირებულ ყველა მოგონებას...ზოგიც აგატირებს,ზოგიც გაგაღიმებს და საბოლოოდ ხვდები რომ უნდა გაჩერდე და ფიქრი შეწყვიტო მასზე,ვინც უკვე შენ აღარ გეკუთვნის ))

No comments:

Post a Comment

როგორია ღამეა იცით? აი,რომ უნდა წერო თან მუსიკას უსმინო და იფიქრო,უსასრულოდ იფიქრო, გადაეშვა ფიქრების ზღვაში..რეალობას მოსწყდე,ამ სამყაროდან...