Saturday, April 29, 2017

წარსული

და აი მოვიდა ის დრო რომელიც ასე მეზიზღება და ასე მტკენს გულს...ღამე ...ეს დრო ადამიანს ყველაფერზე აფიქრებს, აბსოლიტურად ყველაფერზე...ღამე გაიძულებს სისულელეების კეთებას...რა ძნელია როცა წარსულზე ფიქრობ და ამდენი ტკბილი მოგონება გაქვს ადამიანთან რომელიც დღეს უკვე აღარავინაა შენთვის..საშინლად გტკივა იმ ადამიანის გამო რადგან შენს ცხოვრებაში აღარაა და იცი რომ აღარ არასდროს იქნება...რთულია გენატრებოდეს ადამიანი,რომელიც იცი რომ არასდროს დაგიბრუნდება ..და სამუდამოდ მორჩა თქვენს შორის ყველაფერი...ის სათუთად ნაშენები ხიდი სამუდამოდ ჩატყდა ისე რომ ვერასდროს ვერავინ ვერ განაახლებს..ფიქრობ,ფიქრობ ,რომ წარსულში რომ დააბრუნონ სხვანაირად მოიქცეოდი უფრო მეტად გაუფრთხილდებოდი ამ ურთიერთობას..უფრო მეტად ჩაიკრავდი გულში ყოველი ნახვისას უფრო მეტად გეყვარებოდა...სიყვარული ერთხელ მოდის მხოლოდ ერთხელ და ამ სიყვარულის დავიწყება უბრალოდ შეუძლებელია..💔

Saturday, April 22, 2017

💔💔

ადამიანის ცხოვრება ერთი დიდი თეატრია..თუმცა ამ თეატრში მთავარ როლს ვინ ასრულებს გაურკვეველია ..ცხოვრების ყოველ წუთს გიწევს თამაში,თამაში ადამიანების თვალის ასახვევად,რათა შენი რეალური სამყარო არ დაინახონ,შენი შინაგანი სამყარო არ დაინახონ აი ის სამყარო,სადაც არაფერია,სადაც ტკივილის და სიცარიელის მეტი არაფერია,სადაც გულწრფელი სიყვარულის არსებობის აღარ სჯერათ,სადაც გული იმდენად დაფლეთილია,რომ ვერაფერს ვეღარ განიცდის....იმ ადამიანს უგულოდ თვლიან,რომელსაც დიდი ტკივილი აქვს განცდილი,რომელსაც აღარ სჯერა ადამიანების გულწრფელობის ...დრო,დრო ყველაფრის მკურნალი არაა ვერც იქნება..როგორ შეიძლება დრომ გიმკურნალოს,უბრალოდ დრო გაჩვევს ტკივილს,მარტოობას,გულში სიცარიელეს რათა შენი სული ოდნავ მაინც დამშვიდდეს ასეთია რეალური ცხოვრება,ასეთია ადამიანი..."სხვა სხვის ცხოვრებაში ბრძენიაო" მართალია ეს გამონათქვამი,ვერ გაიგებ ტკივილს სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდი,ვერ გაიგებ სიცარიელეს,ვერ გაიგებ მარტოობას,ვერ გაიგებ სიყვარულს ,ვერ გაიგებ ადამიანურ განცდებს,გრძნობებს სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდი აი მაშინ კი მიხვდები რომ ადამიანის დამშვიდება ერთი სიტყვით შეუძლებელია ...💔💔

Wednesday, April 12, 2017

წიგნის სამყარო

აი, ის მაგარი  მომენტი სახლში მარტო რომ ხარ გარეთ წვიმს,ფანჯარაზე წიხარ,მუხლებზე წიგნი გიდევს ხელში კი ყავა გიჭირავს...წიგნის კითხვას იწყებ,გარე სამყაროსგან ითიშები და მთლიანად წიგნის სამყაროში გადაეშვები... წიგნის სამყარო სულ სხვანაირია,სანამ დასასრულს მიუახლოვდები ინტერესი გკლავს შენი საყვარელი პერსონაჟის ცხოვრება როგორ განვითარდება ამ დროს უკვე შენს ფანტაზიას იშვლიებ...წარმოიდგენ თუ როგორ განვითარდება მოვლენები..ყველაზე მაგარი გრძნობა კი ისაა როდესაც მთლიანად გითრევს წიგნი დაა აღარაფერი აღარ გესმის არც წვიმა,არც ქარი არაფერი ამ ქვეყნიური,რეალურს ვეღარ გრძნობ და მთლიანად წიგნის სამყაროში ხარ...კითხვის დროს თითქოს მოვლენებს კი არ კითხულობ არამდე მისი მონაწილე თავად ხარ..თითოეული პერსონაჟის დარდს თუ სიხარულს
თავად განიცდი  თითქოს მართლა შენ მოგსვლოდა ეს ყოველივე ....თითქოს წიგნის ერთ-ერთი პერსონაჟი იყო და ავტორი წერს შენს თითოეულ წუთს....ცხოვრება წიგნების გარეშე მართლაც რომ უინტერესო იქნებოდა..წიგნები შენს გონებას რამდენის საშუალებას აძლევს..არა თუ ცოდნას იძენ არამედ წიგნი გეხმარება მის სამყაროში ჰპოვო ის ბედნიერება,რომელიც რეალურ ცხოვრებაში ვერ იპოვე...💔💓📚🕮📙📘

Tuesday, April 11, 2017

მარტოობა

ღამეა, აი იცით როგორი ღამეა? ყველა აზრი და ფიქრი ერთდროულად,რომ გიტრიალებს თავში...გამუდმებით ფიქრობ,ფიქრობ და არ იცი რომელ საკითხზე მოახდინო კონცეტრაცია ...რა ძნელია არაა? გონება გერევა,იბნევი არ იცი რომელ ერთზე იდარდო...მეგობრების იმედად ხარ ...მათი იმედი გაქვს რომ დაგეხმარებიან,თუმცა მოიცადე რომელ მეგობრებზეა საუბარი? გასაჭირის ჟამს ყველა ქრება ყველა!!ძნელია არაა მარტო ყოფნა ? იმაზე მეტად რთულია ვიდრე წიგნებშია აღწერილი,სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდი ვერ მიხვდები რა საშინელი განცდააა მარტოობა...ბედისწერის თითქოს არ მჯეროდა,მაგრამ ახლა რომ ვუყურებ ცხოვრებას ბედიაწერა დაგვცინის..ჯერ ერთ მეგობარს გამოგიგზავნის მშველელად,რომ შეეჩვევი წაგართმევს,მერე მეორეს გამოგიგზავნის და ასე უსასეულოდ.. რა ძნელია არაა? ძნელია როცა ცვლილებებს ატყობ საყვარელ ადამიანებს...ჯერ მიწერ-მოწერა იკლებს,მერე დარეკვა,ბოლოს კი ნახვა და ქრება შენი ცხოვრებიდან ისე,თითქოს არც არასდროს ყოფილა შენს ცხოვრებაში. ..ჩვენ ადამიანები ამას ბედისწერას ვაბრალებთ.. იმ ბედისწერას ასე რომ არ გვწამს,მაგრამ როცა საქმე ტკივილა ან არასასურველ მოვლენას ეხება მაშინ უკვე ყველაფერში დამნაშავე ბედისწერააა....შეუძლებელია ადამიანმა ბოლომდე გაგიცნოს და გაიგოს ვინ ხარ მაგრამ შესაძლებელია დროთა განმავლობაში გაიგოს ვინ არ ხარ..ასეა ერთმანეთს იმდენად ვიცნობთ,რამდენადაც ჩვენ ამის საშუალებას ვაძლევთ.. და მაინც მარტოობაზე მტკივნეული არაფერია,მარტოობა ყველაზე დიდი სასჯელია ადამიანისთვის..❤

Tuesday, April 4, 2017

მოსაღამოვდა...და აი მეც საყვარელ საქმეს შევუდექი...რა თქმა უნდა,ვფიქრობ..ფიქრი როგორ ამშვიდებს ადამიანს თითქოს არაფერი მაგრამ ფიქრის შემდეგ თითქოს შვებას გრძნობ..ჩემი სამყარო რეალონისგან განსხვავებულია..ჩემს სამყაროში არაა სიძულვილი აქ მხოლოდ სიყვარულია...ფიქრობ,ფიქრობ და ამ ფიქრების სამყაროში რა ბედნიერი ხარ არაა? სიყვარულს ხომ ბედნიერების მოტანა შეუძლია ასევე ტკივილისაც მაგრამ ბედნიერებასთან შედარებით ტკივილს დიდ მნიზსვნელობას აღარ ანიჭებ...ფიქრობ და ბედნიერი ხარ იმიტომ რომ ამ გრძნობის განხდა შეძელი...აი ის მომენტი აბედნიერებს ადამიანს როცა მისი საყვარელი ადამიანი გვერდით უზის,მისი ხელი უჭირავს თან თვალებში უყურებს საუბრის გარეშე.. უყურებთ ერთმანეთს თვალებში და უსიტყვოდ გესმით ერთმანეთის თითქოს ერთმანეთუს ფიქრებს კითხულობთ და თვალებით საუბრობთ...და გრძნობ რომ ეს ადამიანი სიცოცხლეს გირჩევნია და ხელს ხელზე უფრო მეტად და მეტად უჭერ თითქოს გეშინია არ გაქრეს და ეს ყოველივე შენი წარმოსახვა არ იყოს ...უჭერ ხელს ხელზე და თვალებში უყურებ თითქოს ხვდება და შენს თვალებში ამოიკითხა შენი საქციელის მიზეზი და ისიც უფრო მეტად და მეტად გიჭერს ხელს ხელზე და გულში გიკრავს ისე თითქოს ეშინია არ გაქრე ეშინია და უფრო მეტად გეხუტება რომ დარწმუნდეს ნამდვილად მასთან ხარ ... და ამ დროს ჩუმად თითქოს გაუგონრად გეტყვის "მიყვარხარ" და შენც ხვდები რომ ეს რეალობაა დაა შენი საყვარელი ადამიანი არ გაქრება და შენგან არსად წავა..აი მაშინ კი ბედნიერებით ივსები და შენი თვალები კაშკაშს იწყებენ ...

როგორია ღამეა იცით? აი,რომ უნდა წერო თან მუსიკას უსმინო და იფიქრო,უსასრულოდ იფიქრო, გადაეშვა ფიქრების ზღვაში..რეალობას მოსწყდე,ამ სამყაროდან...