და აი მოვიდა ის დრო რომელიც ასე მეზიზღება და ასე მტკენს გულს...ღამე ...ეს დრო ადამიანს ყველაფერზე აფიქრებს, აბსოლიტურად ყველაფერზე...ღამე გაიძულებს სისულელეების კეთებას...რა ძნელია როცა წარსულზე ფიქრობ და ამდენი ტკბილი მოგონება გაქვს ადამიანთან რომელიც დღეს უკვე აღარავინაა შენთვის..საშინლად გტკივა იმ ადამიანის გამო რადგან შენს ცხოვრებაში აღარაა და იცი რომ აღარ არასდროს იქნება...რთულია გენატრებოდეს ადამიანი,რომელიც იცი რომ არასდროს დაგიბრუნდება ..და სამუდამოდ მორჩა თქვენს შორის ყველაფერი...ის სათუთად ნაშენები ხიდი სამუდამოდ ჩატყდა ისე რომ ვერასდროს ვერავინ ვერ განაახლებს..ფიქრობ,ფიქრობ ,რომ წარსულში რომ დააბრუნონ სხვანაირად მოიქცეოდი უფრო მეტად გაუფრთხილდებოდი ამ ურთიერთობას..უფრო მეტად ჩაიკრავდი გულში ყოველი ნახვისას უფრო მეტად გეყვარებოდა...სიყვარული ერთხელ მოდის მხოლოდ ერთხელ და ამ სიყვარულის დავიწყება უბრალოდ შეუძლებელია..💔
Saturday, April 29, 2017
Subscribe to:
Post Comments (Atom)
როგორია ღამეა იცით? აი,რომ უნდა წერო თან მუსიკას უსმინო და იფიქრო,უსასრულოდ იფიქრო, გადაეშვა ფიქრების ზღვაში..რეალობას მოსწყდე,ამ სამყაროდან...
-
შემოდგომა.. შემოდგომა სწორედ ის დროა,რომელიც ასე ძალიან მიყვარს💜განსაკუთრებით ის პერიოდი მიყვარს ხიდან ფოთოლი ცვენას რომ იწყებს...
-
ზოგჯერ რა ძნელია ფიქრი...თუმცა ფიქრი ხომ ჩემი ერთადერთი დამამშვიდებელია იმ ყველაფრისგან რაც გარშემო ხდება...მიყვარს წვიმა,წვიმიან დღეს გარეთ...
-
ადამიანის ცხოვრება სიუპრიზებით არის აღსავსე💗..როცა არ მოელოდები სწორედ მაშინ გჩუქნის სამყარო ბედნიერებას,სწორედ მაშინ გახვედრებს იმ ერთადერ...
No comments:
Post a Comment