ადამიანის ცხოვრება ერთი დიდი თეატრია..თუმცა ამ თეატრში მთავარ როლს ვინ ასრულებს გაურკვეველია ..ცხოვრების ყოველ წუთს გიწევს თამაში,თამაში ადამიანების თვალის ასახვევად,რათა შენი რეალური სამყარო არ დაინახონ,შენი შინაგანი სამყარო არ დაინახონ აი ის სამყარო,სადაც არაფერია,სადაც ტკივილის და სიცარიელის მეტი არაფერია,სადაც გულწრფელი სიყვარულის არსებობის აღარ სჯერათ,სადაც გული იმდენად დაფლეთილია,რომ ვერაფერს ვეღარ განიცდის....იმ ადამიანს უგულოდ თვლიან,რომელსაც დიდი ტკივილი აქვს განცდილი,რომელსაც აღარ სჯერა ადამიანების გულწრფელობის ...დრო,დრო ყველაფრის მკურნალი არაა ვერც იქნება..როგორ შეიძლება დრომ გიმკურნალოს,უბრალოდ დრო გაჩვევს ტკივილს,მარტოობას,გულში სიცარიელეს რათა შენი სული ოდნავ მაინც დამშვიდდეს ასეთია რეალური ცხოვრება,ასეთია ადამიანი..."სხვა სხვის ცხოვრებაში ბრძენიაო" მართალია ეს გამონათქვამი,ვერ გაიგებ ტკივილს სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდი,ვერ გაიგებ სიცარიელეს,ვერ გაიგებ მარტოობას,ვერ გაიგებ სიყვარულს ,ვერ გაიგებ ადამიანურ განცდებს,გრძნობებს სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდი აი მაშინ კი მიხვდები რომ ადამიანის დამშვიდება ერთი სიტყვით შეუძლებელია ...💔💔
Saturday, April 22, 2017
Subscribe to:
Post Comments (Atom)
როგორია ღამეა იცით? აი,რომ უნდა წერო თან მუსიკას უსმინო და იფიქრო,უსასრულოდ იფიქრო, გადაეშვა ფიქრების ზღვაში..რეალობას მოსწყდე,ამ სამყაროდან...
-
შემოდგომა.. შემოდგომა სწორედ ის დროა,რომელიც ასე ძალიან მიყვარს💜განსაკუთრებით ის პერიოდი მიყვარს ხიდან ფოთოლი ცვენას რომ იწყებს...
-
ზოგჯერ რა ძნელია ფიქრი...თუმცა ფიქრი ხომ ჩემი ერთადერთი დამამშვიდებელია იმ ყველაფრისგან რაც გარშემო ხდება...მიყვარს წვიმა,წვიმიან დღეს გარეთ...
-
ადამიანის ცხოვრება სიუპრიზებით არის აღსავსე💗..როცა არ მოელოდები სწორედ მაშინ გჩუქნის სამყარო ბედნიერებას,სწორედ მაშინ გახვედრებს იმ ერთადერ...
No comments:
Post a Comment