ოჰ,და როგორ მიყვარს მე ეს დრო 💖ღამე ...მშვიდი ფიქრი ...მშვიდი ფიქრი ყველაფერზე 💖💖ჩემს გაურკვევლიბაზე💖💖რაღაც ურთიერთობები ისე არ იწყება როგორც ჩვენ გვინდოდა ან წარმოგვედგინა..ცხოვრება ამას თავის ჭკუაზე აკეთებს ..ხო,ზოგჯერ უკეთესადაც კი არის,მაგრამ ზოგჯერ უარესად ..მთავარია შენ როგორ მოერგები სიტუაციას...როგორ გაუძლებ,როგორ აიტან იმ ტკივილს რომელსაც ცხოვრება გვაყენებს...ხო,ყველა ურთიერთობას რაღაც მხრივ ტკივილი მოჰყვება,რაღაც გამოცდის ჩაბარება გვიწევს,დაბრკოლებების გადალახვა,იმედგაცრუება,სინანული და მაინც ეს ყველაფერი სიყვარულისთვის ღირს 💜 იმ სიყვარულისთვის,რომელსაც ის ერთი ადამიანი გვანიჭებს თან ამავდროულად ტკივილს გვაყენებს ..სიყვარულს ყოველთვის ტკივილი მოაქვს,ტკივილს კი ბედნიერება იცით როგორი რაღაც არის ..ღამეს ყოველთვის დღე მოჰყვება ..უნდა დაღამდეს რომ დღე დააფასო,დღის სინათლე შეიგრძნო.. ჯერ ტკივილი უნდა განიცადო რომ სიყვარულის ბედნიერება შეიგრძნო💜მთავარია შენ როგორ გაუძლებ როგორ გადალახავ დაბრკოლებებს ...შეგიძლია კი ისეთი სიყვარული რომ ყველაფერს გაუძლოს? ხო ეს კითხვა ყოველთვის მაწუხებდა ..იქნებ არ შემიძლია,იქნებ ვერ შევძლო ..ეს ფიქრები მიტრიალებს თავში მაგრამ როდესაც ერთი ადამიანს ღიმილს,ხმას ვიხსენებ ჩემს თავზე ვბრაზობ და ჩემს თავს ვეუბნები მე შემიძლია მიყვარდეს,ისე მიყვარდეს რომ გაუძლოს ყველა დაბრკოლებას ტკივილისდა მიუხედავად...ხოდა დღეს ვაღიარებ,პირველად ვაღიარებ რომ შემიყვარდა,არა უფროსწორად აქამდეც მიყვარდა,დიდი ხანია მიყვარს,მაგრამ ვერ ვხვდებოდი,არ ვტყდებოდი ...💜💖
Wednesday, November 14, 2018
Monday, November 5, 2018
💜💜
ხო,თითქოს ჩვეულებრივი ღამეა,მაგრამ ამავდროულად სხვანაირია,ყველაფერი სხვანაირია ცა,ცა ისეთი სხვანაირია თითქოს დღეს პირველად დავინახე...ხალხი,ხალხიც კი სხვანაირია...ხო,რაღაც სხვა ხდება..თითქოს რაღაც დამთავრდა თითქოს წარსულში დარჩა..მაგრამ წარსული? წარსული რთული თემაა ...არ იცი როდის არის მართლა წარსული ..ვერსად დაემალები მომავლისკენ მიიწევ მაგრამ წარსული მუდამ თან გსდევს...წარსულის ურთიერთობები თითქოს დასრულებული,მაგრამ ამავდროულად ახალი დაწყებული არა უფრო სწორად გაგრძელებული ..გგონია რაღაც დასრულდა მაგრამ სინამდვილეში თავიდან იწყებ. თავიდან განიცდი იმ ყველაფერს რაც ოდესღაც უკვე განიცადე...თან ეჭვები გკლავს არ იცი სწორად იქცევი თუ არა..ეჭვები და გაურკვევლობა....აი ეს ღუპავს ადამიანს....ერთი ფაქტია ვერ გაგიგია წარსულია თუ აწმყო ...არც ის იცი რომელი გინდა,რომ იყოს 💜 გაურკვევლობა აი ყველაზე ცუდი რამ,რასაც შეიძლება ადამიანი განიცდიდეს ... : )
Wednesday, October 17, 2018
შემოდგომა 🍁
შემოდგომა..
შემოდგომა სწორედ ის დროა,რომელიც ასე ძალიან მიყვარს💜განსაკუთრებით ის პერიოდი მიყვარს ხიდან ფოთოლი ცვენას რომ იწყებს და მწვანე ფოთლებს ნელ-ნელა სიყვითლე ეპარება და შემდეგ სიწითლეში გადადის🍁🍂მიყვარს შემოდგომის ფერები, თბილი და ნათელი ფერები🍁აი,ის პერიოდი მიყვარს ქარი ფოთლებს რომ იტაცებს🍁 ფოთლები აქეთ-იქით დაფარფატებენ არავინ იცის ქარი საით წაიყვანს 🍂❤მიყვარს შემოდგომა სწორედ იმ ნათელი და თბილი ფერების გამო,რომელიც მას ახასიათებს❤მიყვარს შემოდგომის წვიმა❤ამ დროს წვიმა ყოველთვის სხვანაირად მეჩვენება..სხვანაირად თბილი და სევდიანი თითქოს ბუნება რაღაცას განიცდის,შემოდგომის წვიმა სხვანაირად ლამაზია.. წვიმა და ფოთოლცვენა ერთმანეთს ერწყმის და ერთად რაღაც საოცრებას ქმნიან აი ისეთს სიტყვებით,რომ ვერ აღწერ❤💜მიყვარს შემოდგომა მისი იდუმალების გამო💜💜მისი სილამაზის გამო💜🍁მისი სევდიანობის გამო 🍁🍁ამ დროს თითქოს ჩემს თავს ვადარებ შემოდგომას,რაღაცნაირად სევდიანი,მაგრამ იმედით სავსე 💜🍁
Thursday, September 27, 2018
Wednesday, September 26, 2018
Saturday, September 15, 2018
❤❤❤
საღამოა,აი ისეთი წერას რომ განდომებს 😍თბილისის ძველ უბნებში ბოდიალის შემდეგ ერთ ადგილას რომ გაჩერდები..მთელ თბილის რომ გადასცქერი😍😍და გინდა უბრალოდ წერო შენს გრძნობებზე..😍😍ეს ადგილი განსაკუთრებულად მიყვარს,ამ ადგილს უკავშირდება ჩემი კარგი მოგონებები 💖ტკბილად მახსენდება თუმცა მტკივა რომ აღარასდროს განმეორდება💔დიახ,მე მტკივა.მე გული მატკინეს,მე მიმატოვეს,უსიტყვოდ დამტოვეს გაურკვევლობაში 💔და ყოველივე ამის მიუხედავად კიდევ გავიმეორებდი,მასთან თავიდან გავაბამდი ურთიერთობას❤იმ წუთებს,იმ წამებს,იმ საათებს,იმ დღეს კიდევ მრავალჯერ გავიმეორებდი❤❤💙კი მან მიმატოვა,მარტო დამტოვა და მე მაინც ის მიყვარს❤ვინც მე დამივიწყა და დამტოვა ამდენი ხნის შემდეგაც მაინც მიყვარს ვერ დავივიწყე 💜ვერ დავივიწყე მისი სუნთქვა,მისი სიცილი,მისი თვალები,მისი გამოხედვა ❤💚მისი ტკბილი ხმა❤💚დიახ,მე მიმატოვა მაგრამ მაინც მიყვარს და მგონია რომ მის გარდა არ მინდა ვინმეს ვწერდე,ვინმეს ვხვდებოდე...მისი ჩახუტება ვერ დავივიწყე 💙როგორ შემიძლია მის შემდეგ სხვას ჩავეხუტო ❤მე ხომ ისევ მასზე ვიფიქრებ,მის მძიმე სუნთქვაზე როცა მე მეხუტებოდა❤დიახ,მე უსიტყვოდ დამტოვა,მაგრამ მე ის მაინც ძალიან მიყვარს !!! :)) დიახ,შეიძლება მე სულელი ვარ,მაგრამ მე მიყვარს და მორჩა! სხვა ყველაფერი უმნიშვნელოა❤❤💖💚
Thursday, July 19, 2018
2.რომელსაც ჰგონია რომ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ადამიანი უნდა იყოს მისი საუკეთესო მეგობარი.
სწორედ ამიტომ ვერავინ იტყვის რომ ჰყავს საუკეთესო მეგობარი..!! ☺☺👌👌👌✌
Monday, June 11, 2018
დღეს ისევ გაწვიმდა,წელიწადის ამ დროს მიყვარს წვიმა ,მიყვარს წვიმის სუნი,მიყვარს მისი ხმა,თუ როგორ ეცემა წვიმის წვეთები მიწას როგორ ერწყმის ერთმანეთს ცა და მიწა...მიყვარს წვიმიანი ამინდი,მიყვარს ამ დროს ფიქრი, ფიქრი წარსულზე,აწმყოზე და მომავალზე .. სამივე დროში რაღაც ახალს სწავლობ,ახალს იგებ ..წარსული მოგონებები ხშირად გვეხმარება მდგომარეობიდან გამოსვლაში იმ ტკბილი მოგონებებით ვსუნთქავთ ...მიყვარს წვიმა თითქოს სიბინძურისგან,ბოღმისგან,სიძულვილისგან წმენდს ქალაქს თითქოს ხვალ ახალი ცხოვრება იწყება ..წვიმა იმედია! ემოციებისგან იცლება ტირის ,ხვალ ის მზედ გადაიქცევა..მზე ახალი ცხოვრების მაუწყებელია წვიმა კი გამზადებს შენი ბედნიერებით და იმედით სVსე ცხოვრებისთვის ..ბუნება ყოველთვის გეხმარება ადამიანს არა მხოლოდ სიცოცხლეში,არამედ ცხოვრებაშიც...მიყვარს წვიმა,რადგან გაჭირვების ჟამს ის ყოველთვის ჩემს გვერდითაა...წვიმის შემდეგ უკეთ ვგრძნობ თავს რადგან მგონია რომ მე დავიცალე ემოციებისგან, თავს უფრო მშვიდად და მსუბუქად ვგრძნობ 😍
Saturday, May 5, 2018
უბრალოდ ღამე
ღამეა ,აი რაღაც სხვანაირი ღამე ,ისეთი ფიქრს და წერას რომ მოგამდომებს ოდნავ ხმაურიანი,რადგან გარშემო კლუბებია,მანქანები,მაგრამ მაინც შენს სამყაროში ჩაკეტილს ვერ აცნობიერებ რომ ეს ხმაურია.ფიქრში წასულს არ გესმის გარშემო რა ხდება, მხოლოდ ღამეს აქცევ ყურადღებას და იმ ფიქრებს ასე, რომ გაგიტაცეს.
ფიქრები ეს ის სამყაროა,სადაც ნამდვილად ბედნიერებას ჰპოვებ...ჩემი სამყარო ეს ის სამყაროა,სადაც ყოველთვის მიხარია ყოფნა...ჩემს სამყაროში გამოკეტილს მიყვარს თბილისის ძველ უბნებში სეირნობა..მიყვარს ძველი მეგობრების მონახულება,მიყვარს იმ ქუჩებში სეირნობა სადაც ბავშობაში,ბავშვობის მეგობრებთან ერთად დადიოდი,მაგრამ ახლა მარტო დადიხარ ბავშვობის მეგობრები სადღაც გაქრნენ,აღარ ჩანან..აღარც ის ახალი მეგობრები ჩანან,საბოლოოდ მარტო დარჩი საკუთარ თავთან,მოგონებებთან ,რომელიც შენთვის ბევრს ნიშნავს...რა საინტერესოა ღამე არა? იმდენ რაღაცაზე შეიძლება იფიქროს ადამიანმა,ღამე ყველას ანახებს საკუთარ ჭეშმარიტ სახეს.. : )
Saturday, March 24, 2018
ჩვენ ყველა ადამიანები ინდივიდუალურობის ვართ..თითოეული ჩვენგანი სხვადასხვაგვარად გამოხატავს ემოციებს ..ზოგი საერთოდ არ გამოხატავს...არ ვიცი რატომ ალბათ ზედმეტად ბევრჯერ გამოხატა და არ დაუფასეს ..როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა საყვარელი ადამიანები მაშინ დაივიწყეს ..ხო ყველა მასე ვართ ..როცა გვჭირდება მათი გვერდში დგომა ზუსტად მაშინ არ არიან ჩვენთან..მეგობრებს ალბათ არასწორად ვირჩევთ ..ჩვენ ძველ მეგობრებს აღარ ვჭირდებით რადგან ახალიეგიბრები გაიჩინეს ახლა იმათ უყვებიან ყველაფერს შენ კი სულ უკან და უკან იწევი.ხო ალბათ ზედმეტად ვარ ჩაციკლული წარსულზე.ზედმეტად მივეჯაჭვე წარსულის მოგონებებს და მეგობრებს უფროსწორად ვითომ მეგობრებს.რეალირად ვინ არის ნამდვილი მეგობარი? ამას ვერ გაიგებ .როგორ შეიძლება ვინმეს მეგობარი უწოდო მაშინ როცა იცი რომ ისიც ძველი მეგბარივით მოგექცევა..როგორ შეიძლება ვინმესი გჯეროდეს და გინდოდეს ვინმესთან მეგობრობა როცა შენს ტკივილს თუ ბედნიერებას არ იზიარებს,როგორ შეიძლება იყოს მეგობრად წოდებული მაშინ როცა გჭირდება და შენს გვერდით არ არის,უბრალოდ შენთვის არ სცალია ..უკვე აღარ..როგორ შეიძლება ყოველივე ამის შემდეგ თქვა რომ შენ მეგობრები გყავს...ხოე გავშრი,კი არ ვარ ემოციური უკვე აღარ,ალბათ ცხოვრების თითოეულმა გამოცდამ გამხადა უემოციო..ყველა კამათი,ჩხუბი უფრო და უფრო გვაცილებს საყვარელ ადამიანებთან ..კი მე მტკივა,მაგრამ მარტო ვარ,რადგან ჩემი მეგობრები,ახლა უკვე ახალ მეგობრებთან ერთად ერთობიან.მე მტკივა და მარტო ვუმკლავდები ყველაფერს..ალბათ ასე იყო საჭირო..ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს,უმიზეზოდ არაფერი ხდება .. 👌👌💔
Sunday, February 4, 2018
💔💔💔
ყველაზე საშინელი გრძნობაა,როდესაც საყვარელ ადამიანს ნებით თუ უნებლიედ გულს ატკენ..ამ დროს შენ მასეზე მეტად გტკივა..გტკივა და საკუთარი თავი გეზიზღება...ზიზღი გიპყრობს და საკუთარი თავის დანახვა არ გინდა..ყველაზე საშინელი გრძნობაა,სიკვდილს ნატრულობ,იმიტომ რომ მოგეშვას მისი ტკივილი ვერ იგრძნო განთავისუფლდე ამ გრძნობისგან რადგან ვეღარ უძლებ უბრალოდ აღარ შეგიძლია გინდა რომ დამშვიდდე სული დაიმშვიდო მაგრამ ვერ ბედავ ..იმაზე უარესია არაფერია გრძნობდე მის ტკივილს და მისი ტკვილის მიზეზი შენვე იყო ..იმის შიში გკლავს რომ მორჩა უკვე მორჩა და მიგატოვებს..გამოსავალს ვერ ხედავ თითქოს და ყველა გზა ჩაიკეტა.შენ კი განიცდი რადგან მის გარეშე ცხოვრება უკვე აღარ შეგიძლია და უბრალოდ გინდა მასთან იყო ყველასგან და ყველაფრისგან შორს ..‼
Saturday, January 27, 2018
სიყვარული ხო სიყვარული ყველაზე მაგარი გრძნობა დედამიწაზე ..სიყვარულს რა შეედრება? როცა გიყვარს ყველაფერს სხვა თვალით უყურებ ბედნიერებისგან გიბრწყინავს თვალები , გიციმციმებს თითქო ვარსკვლავები იყოს შენს თვალებში მაგრამ ამ დიდ გრძნობას ყოველთვის მოჰყვება პრობლემები,ჩხუბი,კამათი,ნერვიულობა ..არა იმაზე მეტად ვერავინ გატკენს გულს,ვინც სიცოცხლეზე მეტად გიყვარს,მხოლოდ მას შეუძლია შენი ღიმილის გამოწვევაც და შენი ტირილის,არა განა რამე უბრალოდ უყვარხარ და მაგიტომაც ჩხუბობთ ერთი და იგივეზე თითქმის ყოველ დღე..მისი დაკარგვის შიში? აი ესაა ყველაზე საშინელი გრძნობა...იმის შიში,რომ მას ვეღარ ჩაეხუტები,ვეღარ შეიგრძნობ მის სურნელს,ვეღარ შეხედავ მის თვალებს,ვეღარ შეეხები აი ეს შიშები ეს შიშები გკლავს და მთლიანად განადგურებს.შენ განადგურებს,ანადგურებს შენს გულს და არამარტო გულს,არამედ სულსაც და საბოლოდ? საბოლოდ ტკივილის შიშით გულს ამოიგლეჯ და ამის მერე სულ სხვანაირი გახდები სულ სხვანაირი ადამიანი,რომელიც არ ჰგავს არც სიყვარულმდე გოგოს და არც სიყვარულის პერიოდის გოგოს უფრო ცივი და ცარიელი ადამიანი იქნები.
Thursday, January 18, 2018
სიყვარული
როგორია ღამეა იცით? აი,რომ უნდა წერო თან მუსიკას უსმინო და იფიქრო,უსასრულოდ იფიქრო, გადაეშვა ფიქრების ზღვაში..რეალობას მოსწყდე,ამ სამყაროდან...
-
შემოდგომა.. შემოდგომა სწორედ ის დროა,რომელიც ასე ძალიან მიყვარს💜განსაკუთრებით ის პერიოდი მიყვარს ხიდან ფოთოლი ცვენას რომ იწყებს...
-
ზოგჯერ რა ძნელია ფიქრი...თუმცა ფიქრი ხომ ჩემი ერთადერთი დამამშვიდებელია იმ ყველაფრისგან რაც გარშემო ხდება...მიყვარს წვიმა,წვიმიან დღეს გარეთ...
-
ადამიანის ცხოვრება სიუპრიზებით არის აღსავსე💗..როცა არ მოელოდები სწორედ მაშინ გჩუქნის სამყარო ბედნიერებას,სწორედ მაშინ გახვედრებს იმ ერთადერ...