Wednesday, December 6, 2017

და აი ისევ დავბრუნდი ჩემი ჩანახატებით💝💝ადამიანისთვის ერთი მთავარი ღირებულება არსებობს, ეს მეგობრობაა .....ეს ისეთი წმინდა ურთიერთობაა, რომ შედარებაც კი არ შეიძლება სხვა რომელიმე ურთიერთობასთან.💚💚
მეგობრობიდან ყველანაირი ურთიერთობა,თუმცა არსებობს ხალხი რომელთაც მისი წმინდა მნიშვნელობა არ ესმით..💗უბრალოდ,ერთ დღეს ადგებიან და წავლენ,ისე წავლენ რომ გულიც არ დასწყდებათ,ისე მიგატოვებენ შენზე არც კი იფიქრებენ, წავლენ,ახალ მეგობარს გაიჩენენ შენ დაგივიწყებენ .თქვენ შორის ჯერ ნახვის დრო მცირდება,შემდეგ ზარები ტელეფონზე,ბოლოს კი უბრალო  მესიჯი..💙შენ კი გენატრება უბრალოდ გენატრება ის ადამიანი ვისთან ერთადაც ამდენი სასიამოვნო რამ გადაგხდენია და ამდენ მოგონებას ვერაფერს უხერხებ..💜შემდეგ? შემდეგ თენდება დროს იმ ადამიანებთან ერთად ატარებს ვისაც ნამდვილად ესმით მეგობრობის მნიშვნელობა,მაგრამ მოსაღამოვდება თუ არაა ისევ იწყებ ფიქრს ძველ მეგობრებზე და გენატრება მაგრამ მათავარს არ ივიწყებ წარსულის მონატრებით ვერაფერს შეცვლი,უბრალოდ დრო მხოლოდ იმ ადამიანებთან უნდა გაატარო ვისთანაც ღირს.. : ) 💜👌

Thursday, October 19, 2017

ადამიანს ცხოვრებაში მუდამ გამოცდის ჩაბარება უწევს..ადამიანზეა დამოკიდებული თუ როგორ ჩააბარებს კარგად თუ ცუდად ...ჩვენ ვალდებულვენს შედეგს არ დავჯერდეთ და მუდამ განვაგრძოტ წინ სვლა მუდამ დავინიშნოთ ცხოვრების ახალი გამოცდა ფარხმალი არ დავყაროთ და წარმატებას მივაღწიოთ ჩვენს ცხოვრებაში...ადამიანს ერთდროულად შეუძლია ბედნიერიც იყო და უბედურიც,იტიროს კიდეც და იცინოს,ყველაფერი ადამიანის ბუნებაზეა დამოკიდებული..მთავარია როგორ იცხოვრებ ამ გამოცდის შემდეგ, როგორი იქნება ადამიანის ცხოვრების სტილი ❤❤❤❤💗

Sunday, October 15, 2017

💖💖

რაღაცნაირი მშვიდი ღამეა,აი ისეთი რომ უნდა წერო და ემოციები გადმოაფრქვიო თან ამასთანავე შენი საყვარელი"ამოჩემებული" მუსიკა ჩართო,ყურსასმენები გაიკეთო და უსმინო..💖🎧რომ ვუფიქრდებით ადამიანებს უსიყვარულოდ ყოფნა უფრო გვიოლდება ვიდრე სიყვარულით..ალბათ ეს იმიტომ რომ სიყვარულს ცოტა ოდენი ტკივილიც მოაქვს ძნელია გიყვარდეს და სულ გენატრებოდეს და თან შორს იყოს შენგან ...განსაკუთრებით ძნელია გიყვარდეს სამხედრო,ძნელია გერქვას სამხედრო შეყვარებულო,ცოლი რადგან სამხედროს სიყვარულს ყოველთვის თან სდევს მუდმივი მონატრება,სიშორე და ამ მონატრების განმავლობაში გამოწვეული ტკივილი თითქოს ერთ ნაჭუჭში ხარ მოქცეული მარტო და ელოდები,ელოდები როდის ნახავ,როდის ჩაეხუტები როდის იგრძნობ მის სურნელს და სითბოს ზოგჯერ ამის მონატრება ადამიანს ანადგურებს,კლავს და იკეტები გინდა რომ მარტო იყო სახლიდან გასვლა არ გინდა რადგან გარეთ ბედნიერი წყვილები არიან და მათ დანახვაზე უფრო მეტად გაწვება მონატრების გრძნობა და უფრო მეტად გერიდება რადგან შენს გვერდით არ არის ის ერთადერთი ადამიანი რომელსაც ასე ნატრობ და გიყვარს 💟💟💖მაგრამ ეს შენი ხვედრია...გერქვას სამხედროს ცოლი თუნდაც შეყვარებული ეს პატივია 💟💖რადგან შენ აძლებინებ მას შენი სიყვარულით და მონატრებით ცხოვრობს და ერთი სული აქვს ჩაგეხუტოს რადგან შენი სურნელი ისევ შეიგრძნოს 💟💖ძნელია იყო სამხედროს სიყვარული მაგრამ ამავდროულად უნდა იამაყოს კიდეც რადგან მან სწორედ შენ აგირჩია თავის მეორე ნახევრად 💟💖💖💟💖

Tuesday, October 10, 2017

მომავლის იმედი ❤

წვიმიან ამინდში უცებ მუზა,რომ მოგაწვება და წერა მოგინდება აი ის მომენტი მაქვს ახლა❤⛈წვიმა ბევრისთვის ცუდი მოგონებების შემახსენებელია ამიტომ ბევრს არ უყვარს წვიმა,ზოგისთვის კი პირიქით წვიმა ახალი ცხოვრების დასაწყისია ❤⛈🌈წვიმა თითქოს წარსულის,ცუდ მოგონებებს შლის და ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყებას გაიძულებს ⛅სიცოცხლე ზედმეტად ხანმოკლეა იმისთვის,რომ სისულელეებზე ფიქრში გავატაროთ ამიტომ წვიმა ☔ჩემთვის ახალი ცხოვრების დასაწყისია ცუდ მოგონებებს იგი ჩემი გონებიდან უკვალოდ შლის და მაიძულებს არა მხოლოდ ვიცოცხლო არამედ ვიცხოვრო ბედნიერებით  აღსავსე ცხოვრებით 💖ამიტომ მე მიყვარს წვიმა რადგან ყოველი წვიმის შემდეგ ჯერ ცისარტყელა 🌈გამოანათებს ხოლმე,ხოლო შემდეგ მზე 🌞მზე სინათლის სიმბოლოა ხოლო მთვარე 🌙 სიბნელის ...სიბნელეს ყოველთვის სინათლე მოსდევს ასეა ცხოვრებაშიც ტკივილს ყოველთვის უსაზღვრო ბედნიერება მოსდევს..დღეს თუ ცუდად ხარ ეს იმას არ ნიშნავს რომ ხვალაც იგივე მდგომარეობაში იქნები☀💖ხვალ ახალი დღე იწყება,ახალი მიზანი,ახალი ოცნება წინ მომავალია,უკან წარსული 💖წარსულის მოგონებები კარგია მაგრამ მომავალი უკეთესია ამიტომ მუდამ წინ უნდა ვიაროთ ადამიანებმა💖💖💖🌞🎈❤

Saturday, September 30, 2017

სიყვარულით შეპყრობილი

ადამიანის ცხოვრება სიუპრიზებით არის აღსავსე💗..როცა არ მოელოდები სწორედ მაშინ გჩუქნის სამყარო ბედნიერებას,სწორედ მაშინ გახვედრებს იმ ერთადერთ ადამიანს,რომელთანაც თავს მართლა კარგად გრძნობ და მის გვერდით საერთოდ არაფრის არ გეშინია💖მის გამო შეგიძლია საერთოდ ყველაფერი დათმო მთელი შენი ცხოვრებაც კი..ოცნებები,ფიქრები,მიზნები ეს ყველაფერი უკვე იმ ადამიანისკენ არის მიმართული უკვე აღარ არსებობს მხოლოდ შენ ან მე,არსებობს ჩვენ👫ეს ჩვენ კი იმას ნიშნავს რომ წინ მოულოდნელობით და სიყვარულით აღსავსე ცხოვრება გელით 💘ხო,აქამდე მხოლოდ მსმენია ასეთ სიყვარულზე,ფილმებში მინახავს მაგრამ საკუთარ თავზე არ გამომიცდია💘საკუთარ თავზე როცა გამოცდი აი მაშინ სულ სხვა გრძნობა ეუფლება ადამიანს..სიყვარულით აღსავსე სამღაროში ეშვება,თვალები? თვალები კი მზესავით ანათებს, ისე კაშკაშებს თითქოს შენს თვალებს ტკივილი არასდროს უგვრძნია და ასე მოციმციმე თვალებით უყურებ შენს საყვარელ ადამიანს აი,იმ ერთადერთ ადამიანს სიყვარული რომ გასწავლა და ყოველ დღე,ყოველ წუთს და წამს გაგრძნობინებს რომ მისთვის ძალიან ძვირფასი ხარ და ძალიან უყვარხარ ეს ადამიანი ყოველთვის ცდილობს და ზრუნავს თავი კარგად გაგრძნობინოს,ეს სიყვარულია💙💘💙💚💕💞

Tuesday, July 18, 2017

მოგონებები

შუადღეა,მაგრამ,რატომღაც წერა მომინდა💛სოფლის სურნელი,ჩიტების ჭიკჭიკი მაიძულებს ალბათ ყველაფრის დაწერას : )) ეზოში ზიხარ,იყურები გარშემო და გახსენდება ბავშვობის წლები👧👨რომელიც ამ ეზოში გაატარე,გახსენდება ის ბედნიერი დრო,როცა არ იცოდი რა იყო ქალ-ვაჟის სიყვარული,💝არ იცოდი რა იყო ტკივილი💔,არ იცოდი რა იყო განშორება💔,არ იცოდი რა იყო სიკვდილი💔 და ერთი ნაყინითაც ბედნიერი იყავი. ..ახლა?ახლა კი ყველაფერი შეიცვალა,აღარასდროს დაბრუნდება ის დრო...წლები გავიდა,ჩვენც გავიზარდეთ და შევიცვალეთ...ეს ცვლილებები კი,არ ვიცი თითქოს გაღიზიანებს,რა უცნაურია არა?როცა ბავშვი ხარ გაზრდას ნატრობ,გაიზრდები და ბავშობას მისტირი,მაგრამ რა აზრი აქვს წარსულზე ტირილს? როცა იცი რომ წარსულში ვერ დაბრუნდები,ამიტომ ისღა დაგვრჩენია მომავლის იმედით ვიცხოვროთ..💝👌👌

Sunday, July 16, 2017

:))

ადამიანები რა უცბად იცვლებიან არაა შენს მიმართ? მეგობარი,შეყვარებული ნებისმიერი შენთვის ძვირფასი ადამიანი ადრე თუ გვიან შენს მიმართ მაინც შეიცვლება..ჯერ გაცივდება,შემდეგ,შემდეგ კი კონტაქტს შეწყვეტს ...შენ აუცილებლად შეეცდები ყველაფრის აღდგენნას,რამდენიმე წარუმატებელი ცდის შემდეგ კი მიხვდები,რომ წარსულში დარჩა ყველაფერი და წარსულს ვერ დააბრუნებ..ამ დროს კი ხვდები,რომ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია ცხოვრების გზას გაუჰყვე ნელი და ფრთხილი ნაბიჯებით...ცხოვრება გვასწავლის მარცხთან შეგუებას,იმ მარცხთან რომელიც ყველაზე მძიმეა ჩვენს ცხოვრებაში მაგრამ უბრალო ადამიანები ვართ ვერაფერს შევცვლით ამიტომ იძულებულნი ვართ ყველაფერს შევეგუოთ რისი გამოსწორებაც შეუძლებელია..))

Tuesday, July 11, 2017

სიკვდილი რა უცებ მოდის არაა? ისე რომ არც გეკითხება გინდა თუ არაა ამ ქვეყნის დატოვება და ცაში გაფრენა..საყვარელი ადამიანის სიკვდილი შენს ცხოვრებაში დიდ ტკივილს ტოვებს ისეთ რომ არასდროს გავიწყდება უბრალოდ ეჩვევი ამ ტკივილთან ერთად ცხოვრებას...რთულია იპოვო საკუთარ თავში იმდენი ძალა რომ ცხოვრება გააგრძელო...ადრე თუ გვიან ყველა მოვკვდებით,მაგრამ ადამიანს მაინც გიჭირს იმის გააზრება რომ შენი საყვარელი ადამიანი აღარაა შენთან,შენგან შორსაა..  ადამიანები იძულებულნი ვართ შევეგუოთ იმ ფაქტს რომ შეიძლება ჩვენი ახლობელი მოულოდნელად გაფრინდეს ცაში,ჩვენ კი ამ ფაქტს ვერ შევცვლით..💔💔

Sunday, May 7, 2017

👌👌👌👌

ღამე.. ერთი სიტყვა და რამდენ რაღაცას იტევს..ღამემ ყველაფერი იცის...ეს ის დროა როცა ნიღაბს იხსნი და შენი ნამდვილი სახით წარსდგები👤განა რა უნდა იყოს,რას უნდა მალავდეს ერთი უბრალო ადამიანი?მაგრამ,სწორედ ამ "მაგრამ"-ით იწყება მთელი ისტორია :)) ადამიანს მთელი დღის განმავლობაში უწევს ნიღბის ტარება,განა იმიტომ რომ ეშინია ტკივილის გამომჟღავნების არაა,უბრალოდ იცის რომ რეალურად არავის აინტერესებს შენ როგორ ხარ უბრალოდ ერთობიან შენი ამბით,შენი ტკივილით..💔შენს გრძნობებზე თამაშობენ ამიტომ შეჰქმნა ადამიანმა თავდაცვის მექანიზმი დღისით ნიღაბს ატარებს თითქოს სულ სხვა ადამიანია ერთი შეხედვით მხიარული👌აი,ღამე კი თავის ნამდვილ სახეს იბრუნებს და ყველაფრის განცდა უწევს,ტკივილის,მარტოობის და ასე უსასრულოდ...რა ძნელია არაა? რეალურად აღიარო შენი თავი ისეთი როგორიც ხარ...ელოდები იმ დროს,იმ დღეს როცა შენი ნიღაბი შენი ნამდვილი სახე გახდება...ყველაფრის დაძლევაში შეიძლება ერთი უბრალო ადამიანი დაგეხმაროს,მისი უბრალო გვერდში დგომა,მისი ლაპარაკი...აი ისეთი ადამიანი ვისაც ნამდვილად აინტერესებს როგორ ხარ და ადარდებს შენი მდგომარეობა👌მთავარი ცხოვრებაში სიყვარულია,ურთიერთგაგება,პატივისცემა...ადამიანის გულს სიხარულით აღავსებს ერთი თბილი სიტყვაც..და ვინ ვარ მე რომ ეს დავკარგო? ცხოვრების ყველა დეტალს ვაქცევ ყურადღებას,ყველა მომენტს ...რადგან მძიმე პერიოდში სწორედ ეს დეტალები და მომენტები გაძლევს ძალას ცხოვრება გააგრძელო 👌👌

Saturday, May 6, 2017

ახალი ცხოვრება

ადამიანი ცხოვრების მწარე გამოცდებს ყოველ ნაბიჯზე გრძნობს ...👌გრძნობს,განიცდის,სტკივა..თუმცაღა ტკივილთან გამკლავებას ნელ-ნელა სწავლობს..ეგუება და ამ ტკივილთან ერთად ცხოვრებას ეჩვევა💔მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს  გამოჩნდება ადამიანი👨რომელიც გაგიგებს და ამ ტკივილთან ერთად ცხოვრებას კი არ გასწავლის,არამედ ტკივილს სამუდამოდ დაგავიწყებს,შენს ჩამქრალ თვალებს კვლავ გააბრწყინებს ,შენს გულს სიხარულს დაუბრუნებს და ნაწილებად დაშლილს მთლიანად გაამთელებს...და ამას ყველაფერს ის ერთი ადამიანი შეძლებს,რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ელოდი,ელოდი მოუთმენლად ელოდი მის გამოჩენას ის შეიძლება ერთი უბრალო ადამიანი იყოს სხვებისთვის შენთვის კი ის ყველაფერია მასში შენს ბედნიერებას და სიცოცხლეს ხედავ ,რომელმაც კვლავ დაგიბრუნა სიცოცხლის ხალისი 🙈💜💖💟❣

Saturday, April 29, 2017

წარსული

და აი მოვიდა ის დრო რომელიც ასე მეზიზღება და ასე მტკენს გულს...ღამე ...ეს დრო ადამიანს ყველაფერზე აფიქრებს, აბსოლიტურად ყველაფერზე...ღამე გაიძულებს სისულელეების კეთებას...რა ძნელია როცა წარსულზე ფიქრობ და ამდენი ტკბილი მოგონება გაქვს ადამიანთან რომელიც დღეს უკვე აღარავინაა შენთვის..საშინლად გტკივა იმ ადამიანის გამო რადგან შენს ცხოვრებაში აღარაა და იცი რომ აღარ არასდროს იქნება...რთულია გენატრებოდეს ადამიანი,რომელიც იცი რომ არასდროს დაგიბრუნდება ..და სამუდამოდ მორჩა თქვენს შორის ყველაფერი...ის სათუთად ნაშენები ხიდი სამუდამოდ ჩატყდა ისე რომ ვერასდროს ვერავინ ვერ განაახლებს..ფიქრობ,ფიქრობ ,რომ წარსულში რომ დააბრუნონ სხვანაირად მოიქცეოდი უფრო მეტად გაუფრთხილდებოდი ამ ურთიერთობას..უფრო მეტად ჩაიკრავდი გულში ყოველი ნახვისას უფრო მეტად გეყვარებოდა...სიყვარული ერთხელ მოდის მხოლოდ ერთხელ და ამ სიყვარულის დავიწყება უბრალოდ შეუძლებელია..💔

Saturday, April 22, 2017

💔💔

ადამიანის ცხოვრება ერთი დიდი თეატრია..თუმცა ამ თეატრში მთავარ როლს ვინ ასრულებს გაურკვეველია ..ცხოვრების ყოველ წუთს გიწევს თამაში,თამაში ადამიანების თვალის ასახვევად,რათა შენი რეალური სამყარო არ დაინახონ,შენი შინაგანი სამყარო არ დაინახონ აი ის სამყარო,სადაც არაფერია,სადაც ტკივილის და სიცარიელის მეტი არაფერია,სადაც გულწრფელი სიყვარულის არსებობის აღარ სჯერათ,სადაც გული იმდენად დაფლეთილია,რომ ვერაფერს ვეღარ განიცდის....იმ ადამიანს უგულოდ თვლიან,რომელსაც დიდი ტკივილი აქვს განცდილი,რომელსაც აღარ სჯერა ადამიანების გულწრფელობის ...დრო,დრო ყველაფრის მკურნალი არაა ვერც იქნება..როგორ შეიძლება დრომ გიმკურნალოს,უბრალოდ დრო გაჩვევს ტკივილს,მარტოობას,გულში სიცარიელეს რათა შენი სული ოდნავ მაინც დამშვიდდეს ასეთია რეალური ცხოვრება,ასეთია ადამიანი..."სხვა სხვის ცხოვრებაში ბრძენიაო" მართალია ეს გამონათქვამი,ვერ გაიგებ ტკივილს სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდი,ვერ გაიგებ სიცარიელეს,ვერ გაიგებ მარტოობას,ვერ გაიგებ სიყვარულს ,ვერ გაიგებ ადამიანურ განცდებს,გრძნობებს სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდი აი მაშინ კი მიხვდები რომ ადამიანის დამშვიდება ერთი სიტყვით შეუძლებელია ...💔💔

Wednesday, April 12, 2017

წიგნის სამყარო

აი, ის მაგარი  მომენტი სახლში მარტო რომ ხარ გარეთ წვიმს,ფანჯარაზე წიხარ,მუხლებზე წიგნი გიდევს ხელში კი ყავა გიჭირავს...წიგნის კითხვას იწყებ,გარე სამყაროსგან ითიშები და მთლიანად წიგნის სამყაროში გადაეშვები... წიგნის სამყარო სულ სხვანაირია,სანამ დასასრულს მიუახლოვდები ინტერესი გკლავს შენი საყვარელი პერსონაჟის ცხოვრება როგორ განვითარდება ამ დროს უკვე შენს ფანტაზიას იშვლიებ...წარმოიდგენ თუ როგორ განვითარდება მოვლენები..ყველაზე მაგარი გრძნობა კი ისაა როდესაც მთლიანად გითრევს წიგნი დაა აღარაფერი აღარ გესმის არც წვიმა,არც ქარი არაფერი ამ ქვეყნიური,რეალურს ვეღარ გრძნობ და მთლიანად წიგნის სამყაროში ხარ...კითხვის დროს თითქოს მოვლენებს კი არ კითხულობ არამდე მისი მონაწილე თავად ხარ..თითოეული პერსონაჟის დარდს თუ სიხარულს
თავად განიცდი  თითქოს მართლა შენ მოგსვლოდა ეს ყოველივე ....თითქოს წიგნის ერთ-ერთი პერსონაჟი იყო და ავტორი წერს შენს თითოეულ წუთს....ცხოვრება წიგნების გარეშე მართლაც რომ უინტერესო იქნებოდა..წიგნები შენს გონებას რამდენის საშუალებას აძლევს..არა თუ ცოდნას იძენ არამედ წიგნი გეხმარება მის სამყაროში ჰპოვო ის ბედნიერება,რომელიც რეალურ ცხოვრებაში ვერ იპოვე...💔💓📚🕮📙📘

Tuesday, April 11, 2017

მარტოობა

ღამეა, აი იცით როგორი ღამეა? ყველა აზრი და ფიქრი ერთდროულად,რომ გიტრიალებს თავში...გამუდმებით ფიქრობ,ფიქრობ და არ იცი რომელ საკითხზე მოახდინო კონცეტრაცია ...რა ძნელია არაა? გონება გერევა,იბნევი არ იცი რომელ ერთზე იდარდო...მეგობრების იმედად ხარ ...მათი იმედი გაქვს რომ დაგეხმარებიან,თუმცა მოიცადე რომელ მეგობრებზეა საუბარი? გასაჭირის ჟამს ყველა ქრება ყველა!!ძნელია არაა მარტო ყოფნა ? იმაზე მეტად რთულია ვიდრე წიგნებშია აღწერილი,სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდი ვერ მიხვდები რა საშინელი განცდააა მარტოობა...ბედისწერის თითქოს არ მჯეროდა,მაგრამ ახლა რომ ვუყურებ ცხოვრებას ბედიაწერა დაგვცინის..ჯერ ერთ მეგობარს გამოგიგზავნის მშველელად,რომ შეეჩვევი წაგართმევს,მერე მეორეს გამოგიგზავნის და ასე უსასეულოდ.. რა ძნელია არაა? ძნელია როცა ცვლილებებს ატყობ საყვარელ ადამიანებს...ჯერ მიწერ-მოწერა იკლებს,მერე დარეკვა,ბოლოს კი ნახვა და ქრება შენი ცხოვრებიდან ისე,თითქოს არც არასდროს ყოფილა შენს ცხოვრებაში. ..ჩვენ ადამიანები ამას ბედისწერას ვაბრალებთ.. იმ ბედისწერას ასე რომ არ გვწამს,მაგრამ როცა საქმე ტკივილა ან არასასურველ მოვლენას ეხება მაშინ უკვე ყველაფერში დამნაშავე ბედისწერააა....შეუძლებელია ადამიანმა ბოლომდე გაგიცნოს და გაიგოს ვინ ხარ მაგრამ შესაძლებელია დროთა განმავლობაში გაიგოს ვინ არ ხარ..ასეა ერთმანეთს იმდენად ვიცნობთ,რამდენადაც ჩვენ ამის საშუალებას ვაძლევთ.. და მაინც მარტოობაზე მტკივნეული არაფერია,მარტოობა ყველაზე დიდი სასჯელია ადამიანისთვის..❤

Tuesday, April 4, 2017

მოსაღამოვდა...და აი მეც საყვარელ საქმეს შევუდექი...რა თქმა უნდა,ვფიქრობ..ფიქრი როგორ ამშვიდებს ადამიანს თითქოს არაფერი მაგრამ ფიქრის შემდეგ თითქოს შვებას გრძნობ..ჩემი სამყარო რეალონისგან განსხვავებულია..ჩემს სამყაროში არაა სიძულვილი აქ მხოლოდ სიყვარულია...ფიქრობ,ფიქრობ და ამ ფიქრების სამყაროში რა ბედნიერი ხარ არაა? სიყვარულს ხომ ბედნიერების მოტანა შეუძლია ასევე ტკივილისაც მაგრამ ბედნიერებასთან შედარებით ტკივილს დიდ მნიზსვნელობას აღარ ანიჭებ...ფიქრობ და ბედნიერი ხარ იმიტომ რომ ამ გრძნობის განხდა შეძელი...აი ის მომენტი აბედნიერებს ადამიანს როცა მისი საყვარელი ადამიანი გვერდით უზის,მისი ხელი უჭირავს თან თვალებში უყურებს საუბრის გარეშე.. უყურებთ ერთმანეთს თვალებში და უსიტყვოდ გესმით ერთმანეთის თითქოს ერთმანეთუს ფიქრებს კითხულობთ და თვალებით საუბრობთ...და გრძნობ რომ ეს ადამიანი სიცოცხლეს გირჩევნია და ხელს ხელზე უფრო მეტად და მეტად უჭერ თითქოს გეშინია არ გაქრეს და ეს ყოველივე შენი წარმოსახვა არ იყოს ...უჭერ ხელს ხელზე და თვალებში უყურებ თითქოს ხვდება და შენს თვალებში ამოიკითხა შენი საქციელის მიზეზი და ისიც უფრო მეტად და მეტად გიჭერს ხელს ხელზე და გულში გიკრავს ისე თითქოს ეშინია არ გაქრე ეშინია და უფრო მეტად გეხუტება რომ დარწმუნდეს ნამდვილად მასთან ხარ ... და ამ დროს ჩუმად თითქოს გაუგონრად გეტყვის "მიყვარხარ" და შენც ხვდები რომ ეს რეალობაა დაა შენი საყვარელი ადამიანი არ გაქრება და შენგან არსად წავა..აი მაშინ კი ბედნიერებით ივსები და შენი თვალები კაშკაშს იწყებენ ...

Friday, March 31, 2017

წვიმა

ზოგჯერ რა ძნელია ფიქრი...თუმცა ფიქრი ხომ ჩემი ერთადერთი დამამშვიდებელია იმ ყველაფრისგან რაც გარშემო ხდება...მიყვარს წვიმა,წვიმიან დღეს გარეთ თითქოს სიმშვიდე ისადგურებს,წვიმასთან ერთად ნიავი რომელიც ნაზად აფრიალებენ ფოთლებს..მიყვარს ზაფხულის წვიმა,წვიმის შემდეგ ნამის სუნი თითქოს სულს ამშვიდებს ..შემიძლია სოფელში ჩემს ფანჯარაზე დღეები ვიჯდე გაუნძრევლად და ვუყურო როგორ ლამაზად წვიმს როგორ ამშვიდებს წვიმა დედამიწას ..როგორ აშრიალებს ნიავი ფოთლებს ..ვიჯდე ფანჯარაზე თვალები დავხუჭო და ეს ყოველივე სულით შევიგრძნო ...შევიგრძნო წვიმა, ნიავი, ნამი და ეს ყველაფერი როგორ გამშვიდებს თითქოს არც არასდროს ყოფილა შენი სული აფორიაქებული..მიყვარს წვიმაში სეირნობა ..წვიმის წვეთი სხეულზე რომ გეცემა თითქოს ბუნებასთან ურთიერთობ,ამ დროს თითქოს წვიმა გაწყნარებს და გეუბნება:"არ იდარდო" წვიმაში მშვიდი ხარ იმდენად მშვიდი რომ გიჭირს რაიმეს წარმოთქმა თითქოს შენი დუმილი იმაზე მეტს ამბობს ვიდრე საჭიროა წვიმა კი მუდამ გამშვიდებს როცა გჭირდება...ადამიანი ბუნებაში ჰპოვებს სიმშვიდეს ...

Thursday, March 30, 2017

ძველი მეგობრები : ))

უკვე ღამეა, ვერ ვიტან ღამეს,რადგან ყველაზე მეტს ღამე ვფიქრობ,თუმცა რა გასაკვირია მე ხომ სულ ვფიქრობ,გამუდმებით საკმარისია მარტო დავრჩე და მაშინვე ფიქრების სამყაროში ვვარდები. ვფიქრობ განვლილ წლებზე,დღეებზე და საათებზეც კი ..იმ კარგ მოგონებებზე მეფიქრება აი ბავშობის,ძველ მეგობრებთან ერთად რომ ვატარებდი,ხო სწორედ ძველ მეგობრებთან,ახლა მათ მეგობრებს ვერ უწოდებ ვერაა, უბრალო ნაცნობებად იქცნენ თუმცა გიჭირს იმ ფაქტის გააზრება,რომ ეს "ძველი"მეგობრები ნაცნობები გახდნენ, უბრალო ნაცნობები.ყველა თავის გზაზე წავიდა,ისინიც კი,რომლებიც მეგონა რაც არ უნდა მოხდეს არ წავა-თქო მაგრამ პირველი ზუსტად ის წავიდა. .დრო იცვლება,დროის ცვლილებასთან ერთად ადამიანებიც იცვლებიან, არ ვიცი იქნებ მე დავრჩი მხოლოდ შეუცვლელი და ჩემი "ძველი"მეგობრები ნაადრევად შეიცვალნენ და სწორედ ამიტომაც დამტოვეს..არ ვიცი პასუხი არ მაქვს..ახალ მეგობრებს შეიძენ,მაგრამ იცი,რომ საბოლოოდ მაინც მარტო დარჩები და ეს ახალი მეგობრები "ძველ"მეგობრებად იქცევიან..ასეა ადამიანის ბუნება მოწყობილი ...ბოლოს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეს.. ))💖👌👌











რა არის არა ადამიანი,რაზეც აქამდე არ უფიქრია დღეს გამუდმებით ფიქრობს..მეც ასე ვარ,ადრე არ ვფიქრიბდი ისე ვიქცეოდი,ახლა კი ჯერ შედეგებზე ვფიქრობ მერე ვაკეთებ. ამდენი ფიქრი ტვინს მატკიებს,ერთგვარი ომი მაქვს ჩემს თავთან..ღამე არ მიყვარს,ყველაფერი მახსენდება ღამე,თუმცა ღამე ის ერთადერთი დროა,როდესაც შენს ფიქრებთან,ოცნებებთან მარტო რჩები სრულ სიმშვიდეში.ამ დროს არ იცი გსიამივნებს თუ პირიქით უფრო მეტად გტკივა.. ამ დროს ყველაფერზე ფიქრობ,იმ საკითხებზეც,რომლებზეც აქამდე არ გიფიქრია და უმნიშვნელოდ მუგაჩნდა..ღამე თითქოს ყველა საკითხს მბიშვნელობას ანიჭებს და გტკივა,გტკივა იმიტომ,რომ არაფრის შეცვლა არ შეგიძლია..ამიტომ ფიქრობ,ფიქრობ,გამუდმებით ფიქრობ და ასე ფიქრებში გართული მიჰყვები ცხოვრების დინებას...
მოგონებები რა მწარეა არაა? აი,ის მოგონებები,თბილისის თითოეულ ქუჩაზე თავს,რომ გახენებს.თითქოს თავს არიდებ ამაზე ფიქრს,მაგრამ შენ თავთან,მარტო როცა რჩებ მაინც გახსენებს თავს ეს "ძვირფასი" და "მტკივნეული" მოგონებები,შენც ემორჩილები და წარსულის ზღვაში გადაეშვები ხოლმე,აი იმ ზღვაში ასე,რომ გენატრება და თან გტკივა წარსული რომაა და არა აწმყო ან მომავალი...ფიქრობ და იკარგები იმ წარსულის მოგონებებში ზოგჯერ წამიერად,ზოგჯერ წუტიერად,ზოგჯერ საათობითაც კი სანამ ვინმე აწმყოდან შეძახილით არ გამოგაფხიზლებს :"რაზე ფიქრობ?" შენ კი მშვიდად პასუხობ :"არაფერზე,უბრალოდ ჩემთვის." და ამ დროს ამ "ვითომ" არაფერზე ფიქრი,რომ გამშვიდებს და ცოტახნით გაძლევს საშუალებას იმ მოგონებების ზღვაში გადაეშვა,ასე,რომ ენატრება შენს გულს...ყველაფერი შეიძლება გაქრეს,მაგრამ მოგონებები? არა,არასდროს...მოგონებების გაქრობას თავად,ჩვენ არ დავუშვებთ ადამიანები...თითქოს არაფერი უბრალო მოგონებებია,მაგრამ ზოგჯერ ეს უბრალო მოგონებები გაძლევს ძალას რომ იცოცხლო... <3 b="">

Wednesday, March 29, 2017

............

რა უცნაურია არაა ცხოვრება? და საერთიდ ადამიანი ... როგორ შეუძლია ერთ წიგნს შენი მთელი შეხედულებები და აზრები შეცვალოს..ერთ პატარა წინადადებასაც კი შეუძლია ცხოვრებაზე დაგაფიქროს არაა,არაა შენს ცხოვეებაზე კი არაა საერთოდ ადამიანის ცხოვრებაზე...ერთმა სიტყვამ შეიძლება მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს რა უცნაურია არაა? უცნაური ის კი არ არის,რომ შეიძლება შენი ცხოვრება შეიცვალოს,არამედ ის არის რომ,ამ ერთ სიტყვას რამხელა მნიშვ ელობა აქვა ადამიანისთვის..შეიძლება დაუფიქრებლად თქვა რამე ისეთი რომ ადამიანს გული ატკინო ან პირიქით ცხოვრები ხალოსი დაუბრუნო მთავარი ის კი არაა როგორ შეცვლი მის ცხოვრებას,არამედ ის რომ ერთ სიტყვას,ერთ პატარა სიტყვას შეუძლია მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს..უცნაურია რამხელა ძალა აქვს სიტყვას ))

მშვიდი ღამე

რა მშვიდი ღამეა არაა? აი,ისეთი მშვიდი ღამე მთელი შენი ცხოვრების მოგონრბები ერთბაშად რომ გატყდება თავს..ზოგიც სიხარულისგან აგატირებს,ზოგიც ტკივილისგან ..თითქოს ტირილი შვებას გგვრის და სუნთქვას გიადვილებს...ემოციებისგან იცლები , ტირი განუწყვეტლივ ტირი და საბოლოოდ ტირილოსგან გადაღლილს ჩაგეძინება ამ მოგონებების წყვდიადში..რამხელა განსხვავებაა არაა სიხარულის ცრემლებსა და ტკივილოს ცრემლებს შორის...სიხარულის ცრემლები დროს თვალები გიბრწყინავს ,ანათებ და ისე ტირი აი ტკივილოს დროს კი ჩამქრალია შენი თვალები სევდით სავსე გამოხედვაა და ტირი ,ტირი იმიტომ ,რომ ამოისუნთქო..თუმცა დრო გადის ადამიანი ყველაფერს ეჩვევა სიხარულსაც და ტკივილსაც .გადაჭარბებული არც სიხარული ვარგა და არც ტკივილი )) ასეა ადამიანი ყველაფერი გულთან მიაქვს და იმაზე მეტად განკცდის ვიდრე საჭიროა ალბათ ეს ემოციებია რაც ადამიანებად გვხდის )) ♥

: ))

ცვლილებები ყველა ადამიანის ცხივრებაში ხდება..იცვლება დრო,იცვლები შენც მიჰყვები ცხოვრების რიტმს ...ადამიანები იცვლებიან ეს ცვლილება რაღაც მომენტზე,რაღაც ამბავზე,რაღაც პატარა სიტყვაზეც კია დამოკიდებული...ერთი შეხედვით თითქოს ისევ ის ადამიანი ხარ თბილისის ქუჩებში მომღიმარი სახით რომ დადიოდა,მაგრამ რეალურად შენ თავს მაინც უტყდები და არდიარებ გულში იძახი "მე შევიცვალე" ამჩნევებ გარშემომყოფებივ მაგრამ არაა ისე მძაფრად ,როგორც ამას შენი გული გრძნობს..ცდილობ პირვანდელი სახე დაიბრუნო ცდილობ,მაგრამ უშედეგოდ და ამიტომ შენც იძულებული ხდები უბრალოდ შეეგუო და ცხოვრებას ფეხი აუწყო..

ცვლილებები

ადამიანები მუდმივად განიცდიან ცვლილებებს..ყოველ დღე,ყოველ საათს,ყოველ წუთს,ყოველ წამს. .ეს ჩვენზე არაა დამოკიდებული,ცხოვრება გვაიძულებს რომ ჩვენში რაღაც ნაწილი შევცვალოთ უფრო სწორად დიდი ნაწილი შევცვალოთ თითქოს ცხოვრება თავად გვიბიძგებს თავდაცვისკენ...ჩვენში ის ბავშური და გულუბრყვილო ნაწილი რჩებაა და იქამდე სძინავს სანამ ვინმე შენბაირი არ ეცდება მის გამოღვიძებას..მანამდე კი იძულებული ხარ ცივი გამოხედვითი იარო თან ნიღაბს ამოფარებული ღიმილიც მიაყოლო თითქოს ამ ცივი ღიმილოს უკან რაღაც დიდი და მტკივნეული იმალება და ცდილობა ამას შეეგუა და მასთან ერთად ცხოვრება განაგრძო,სუნთქვას შეძლო ამ ყველაფერთანნ ერთად და ყოველივე ამის მიუხედავად გულში პატარა იმედს იტოვებ,რომ ოდესმე ვინმეს ცივი ღიმილით კი არაა გულწრფელი და სიყვარულით სავსე ღიმილით შეხადავ სწორედ მაშინ მიხვდები რომ ცხოვრება ამად ღირდა..))

ცხოვრება : )

რა ძნელია ცხოვრება არაა? ღალატი, ბოღმა, იმედგაცრუება,ტკივილი.. და ეს ყოველივე ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია ...თითქოს არაფერი ადამიანი უძლებს ყველაფერს და მიდის ეს ყოველივე მაგრამ სიადვილეში შიგნიდან ჭამს და კლავს იმ გულს კლავს და ნამსხვეევებად აქცევს ერთ დროს დიდ სიყვარულს რომ იტევდა.. ახლა ის გული ისეთი აღარააა ნაწილებადააა დაშლილი ,ისე თითქოს აიღეს და ძალით გატეხესო ამ ყველაფრის შემდეგ ძნელია შენი თავი შეინარჩუნო..კარგავ საკუთარ თავს და გიჭირ ს ისევ იპოვო შენი თავი,გიჭირს დააბრუნო ის გულწრფელი და გულუბრყვილო გოგო რომელიც ოდესღაც იყავი..როგორც არ უნდა ეცადო იმ გოგოს ვერ დააბრუნებ ამ მცდელობებში უფრო და უფრო იკარგები,იკარგებება შენი გულუბრყვილობა და საბოლოოდ ის პატარა გულუბრყვილო და მეამიტი გოგო სამუდამოდ გაქრება და შენც მოეშვები მცდელობებს,რადგან საპოვნელი აღარაფერი დაგრჩება )) ♥

samyaro

დავიწყოთ თავიდან აი იმ წუთიდან პირველად,რომ ამოისუნთქებ..ხო,ადამიანი იბადება მას დიდი სიყვარულით ზრდიან,უხარია ცხოვრება(განა ბავშვს რა პრობლემა უნდა ჰქონდეს,რომ არ უხაროდეს) მეგობრები,თამაში,გართობა,სიცილი და მაინც ეს ბავშვი გაზრდისკენ მიისწრაფვის უნდა მალე გაიზარდოს არ ვიცი რა გვეგონა ბავშობაში გაზრდა კარგი იქნებოდა? არ ვიცი...ეს ბავშვიც ნელ-ნელა გაიზრდება და აღმოაჩსნს რომ ცხოვრება ისეთი ადვილი არ ყოფილა,როგორიც "ბავშობაში" ეჩვენებოდა..ახლა მისი სიცილიც კი სშეიძლება ვიღაცას ცუდად მოხვდეს გულზე...თითქპს გაზრდაათან ერთად სამყარო გაბოროტდა და დაუნდობლად იქცა.. არ იშურებს შენთვის არც ერთ ტკივილ ის უბრალოდ გიგზავნის და გიგზავნის ტკივილს.შენც იძულებული ხარ გაუძლო და "მტრების" ჯიბრზე გაიღიმო,რადგან ისინი შენი უბედურებით არ დატკბნენ ....ასეთია ჩვენი "ლამაზი" სამყარო...ყოველ დღეს უნდა გაუძლო ამ "დაუნდობელ"სამყაროში და მაინც გაიღიმლ..თუმცა გულში პატარა იმედს მაინც იტოვებ რომ სიყვარული გადაგვარჩენს და საბოლოოდ ყველაფერი კარგად იქნება!! შემდეგ ფიქრს იწყებ არარსებულ სიყვარულზე,რომელიც გაქრა ჩვენი სანყაროდან და ეს პატარა იმედის ნაპერწკალიც მაშინვე ქრება,ქრება ისე თითქოს ჩვენს სამყაროში სიყვარულს არასდროს უარსებია და ყოველთვი ასეთი ბნელი ოყო როგორც ახლა..დიახ,ესაა ჩვენი ლამაზი სამყარო რომლითაც ასე ვამაყობთ შავი და ბნელი სიბოროტით მოსილი..სიყვარული კი უბრალოდ გაქრა სამუდამოდ ჩვენი სამყაროდ ახლა მხოლოდ ერთი საფიქრალი გვაქვს როგორ ვატკინოთ ერათმანეთს გული?..დღეს რა ტკივილი მივაყენოთ ერთმანეთს? როგორ დავტანჯოთ ერთმანეთი? ესაა ჩვენი ლამაზი სამყარო და მასში მცხოვრები ადამიანები..))

memories

მოსაღამოვდა...და შენც ფიქრობ რომ უკვე შეგიძლია მშვიდად იფიქრო ..ყურსასმენები გაიკეთო,საყვარელი სიმღერა ჩართო და შენს საყვარელ საქმეს შეუდგები დაიწყებ ფიქრს...ჯერ განვლილ დღეს შეაჯამებ,შემდეგ კი სხვადასხვა საკითხებზე იფიქრებ ამასთანავე სხვადასხვა სიმღერებიც ირთვება და აი,ის ერთი სიმღერა ჩაირთო და ფიქრმა გაგიტაცა ერთ მოგონებაზე არაა უფრო სწორად ერთ ადამიანზე და მასთან დაკავშირებულ ყველა მოგონებაზე..ფიქრობ,ფიქრობ და იხსენებ როდის გაიცანით ერთმანეთი და ხვდები რომ ზედმეტად დიდი დრო გასულა თქვენი გაცნობიდან ..შემდეგ იხსენებ თქვენს მეგობრობას, ამ დროს თქვენს თითოეულ საუბარს სიცილს და გეღიმება,გეღიმება იმიტომ,რომ ხვდები რაოდენ დიდი და ძვირფასი ურთიერთობა გქონდათ...შემდეგ ყ ელაფერი იცვლება...ეს დიდი მეგობრობა უცებ დიდ სიყვარულში გადაიზრდება ...იხსენებ პირველად როდის გითხრა სიტყვა "მიყვარხარ" არაა ეს უბრალოდ სოტყვა არ ყოფილაა ... ამ ერთ სიტყვაში რა იგრძნობოდა ვერ გადმოსცემ..გეღიმება,იმოტომ რომ ასეთი გრძნობის განცდა შეძელი..იხსენებ პირველ შეხბედრას (შეყვარებულობისას) იხსენებ თუ როგორ გიცემდა გული როცა მის სანახავად მიდიოდი,იხსენებ პირველ ჩახუტებას აი მაშინ კი შენი გული ისე სწრაფად სცემდა ზედმეტი ემოციებისგან ლამის სულ გაჩერდა და ფეთქვა შეწყვიტა..იხსენებ პირველ ჩხუბს ..არაა თითქოს სისულელეზე იჩხუბეთ მაგრამ მაინც მთელ ღამეს რომ გათენებინებს და ტირი,ტირი და შენს თავს ადანაშაულებ რადგან გიყვარს და არ გინდა დაკარგვა..შემდეგ შერიგდებით და შენი თვალები მზესავით კაშკაშს იწყებს და ასე იხსენებ 3წელს და ამ 3წელში შემავალ ყოველ დღეს ... და უცებ თვალიდან ცრემლი წამოგივა და ხვდები რომ გენატრება და ყველაფრისდა მიუხედავად მაინც გიყვარს !♥ და აი ასე ყოველ დღე თქვენი სიმღერის გაგონებისას იხსენებ მასთან დაკავშირებულ ყველა მოგონებას...ზოგიც აგატირებს,ზოგიც გაგაღიმებს და საბოლოოდ ხვდები რომ უნდა გაჩერდე და ფიქრი შეწყვიტო მასზე,ვინც უკვე შენ აღარ გეკუთვნის ))

როგორია ღამეა იცით? აი,რომ უნდა წერო თან მუსიკას უსმინო და იფიქრო,უსასრულოდ იფიქრო, გადაეშვა ფიქრების ზღვაში..რეალობას მოსწყდე,ამ სამყაროდან...